წლეულს ჩვენები მხოლოდ ორ ტურნირში გეგმავდნენ გამოსვლას - ამსტერდამსა და ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალზე, შორეულ სამოაში წასვლა კი იმიტომ გადაწყდა, რომ ჩვენი ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი აპიაში მწვრთნელთა კემპზე მიიწვიეს და შეგირდთა წაყვანაც მას შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ეს შეჯიბრებაც სალიცენზიო სტატუსისაა.
ამ დუეტს ქულები სჭირდება - ჭრიკიშვილი სალიცენზიო 22-კაციან სიაში კი შედის, მაგრამ ქულათა მარაგის შევსება არ
ტურნირი ცოტა უჩვეულო ვადებში ტარდება - არა ტრადიციულად შაბათ-კვირას, როგორც მსგავს შეჯიბრებათა აბსოლუტური უმეტესობა, არამედ - პარასკევსა და შაბათს. უცნაურია ჩატარების ფორმატიც, რადგან უკუღმა ტარდება - პარასკევს ზედა ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ ანუ 81-დან დაწყებული, +100-ით დამთავრებული, შაბათს კი - მჩატეწონოსნები იასპარეზებენ.
სამოას შემდეგ ეს დუეტი ამსტერდამში გადაფრინდება, სადაც 19-20 ნოემბერს "დიდი პრიზის" ტურნირი ტარდება. იქ ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც გამოვლენ, მაგრამ მათი ვინაობა ამ დღეებში დაზუსტდება. ამას საქართველოს ჩემპიონატი მოჰყვება, სეზონის ბოლო შეჯიბრება კი 9-11 დეკემბერს ტოკიოში გასამართი ძიგორო კანოს მემორიალია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"