შემადგენლობით საკმაოდ სუსტი ტურნირია, თუმცა ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენებურთა წარმატების შანსებს. შეჯიბრება სალიცენზიო სტატუსისაა და ქულები განსაკუთრებით ტატალაშვილს სჭირდება, თორემ ჭრიკიშვილი რეიტინგში ისედაც შედის სალიცენზიო 22-კაციან სიაში. ცხადია, ქულათა მარაგის შევსება არც მას აწყენს, რაც ოლიმპიადისთვის მშვიდად
ხვალ ზედა ოთხი წონის ფალავნები იჭიდავებენ. ჭრიკიშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიელი კაი ტროტერია, ამ ჯგუფის მესამე მონაწილე კი ტურქი აჰმეტ სარია. ვფიქრობ, ჭრიკიშვილს მათი დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, იქ კი მეორე ჯგუფიდან ყველაზე რეალური მეტოქე სლოვენიელი ევროპის პრიზიორი ალიაზ სედეი გვგონია. ამ დუეტის გარდა, გამარჯვების ყველაზე რეალური კანდიდატი... ქვედა წონიდან ამონაცვლებული ჩინელი სი რიგიჯავაა, რადგან მონაწილეთა უმრავლესობას კანადის ნაკლებადცნობილი მოჭიდავეები, ავსტრალიისა და პოლინეზიის კუნძულთა წარმომადგენლები შეადგენენ.
ტატალაშვილიც საკმაოდ სუსტ ჯგუფშია - პირველ შეხვედრას ისიც ავსტრალიელთან გამართავს, დარენ როჯერსთან, ჯგუფში კი ჩინელი ვეი ლიუ და პაპუა ახალ გვინეელი კინსლეი ვუი ჰყავს.
დასასრულს, შეგახსენებთ, რომ სამოას შემდეგ ჩვენი გუნდი ამსტერდამის "დიდ პრიზზე" გამოვა, სადაც სხვებიც იასპარეზებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"