ჩვენებურმა პირველ წრეში ავსტრალიელ კაი ტროტერს წმინდად მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ასევე სუფთად წააგო თურქ აჰმეტ სარისთან. სარი არც ისე ძლიერი ფალავანია, ქართველი ქომაგი კი თბილისის წლევანდელი მსოფლიოას თასიდან იცნობს - ნახევარფინალში დავით კარბელაშვილთან დამარცხდა და მერე ბრინჯაო მოიპოვა.
ჭრიკიშვილმა სანუგეშო წრეში ბრიტანელი ტომას დევისიც დიდი უპირატესობით დაამარცხა, დამამშვიდებლის ფინალში კი ჩინელმა სი რიჯიგავამ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ჩვენებურმა მხოლოდ იუკოთი მოიგო. ამ მედლით ჭრიკიშვილმა 40 ქულა შეიმატა და
ცხადია, ასეთ სუსტ ტურნირში მისგან ბევრად მეტს ველოდით, მაგრამ ის არ იყო ფორმაში - მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, პრაქტიკულად, არც უვარჯიშია - ჯერ დასვენება-ფედერაცია-მწვრთნელთან ურთიერთობის გარკვევის ეტაპი იყო, მერე კი გლანდების ოპერაცია გაიკეთა. იმედია, ეს შეუფერებელი შედეგიც ამიტომ მივიღეთ და უფრო სერიოზული მიზეზი არ აქვს.
დღეს აპიაში კიდევ ერთი ქართველი იჭიდავებს - ნუგზარ ტატალაშვილი (73), რომელიც თავიდან ავსტრალიელ დარენ როჯერსს შეხვდება. მის ჯგუფში არიან ჩინელი ვეი ლიუ და პაპაუ ახალ გვინეელი კინსლეი ვუი, თუმცა არც მთლიანად წონაშია ვინმე იმდენად ძლიერი, ქართველ ფალავანს წარმატების მოპოვებასა და ჩემპიონისთვის განკუთვნილი 100 სალიცენზიო ქულის მოპოვებაში ხელი შეუშალოს. მთავარია, თვითონ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ტატალაშვილი თბილისის დროით ხვალ გამთენიისას იჭიდავებს.