ბევრი მედალი ირანიდან

AutoSharing Option
ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ ურუმიეიში საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, სომხეთის და ირანის გუნდების მონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში.

ქართველებმა 10 მედალი მოიპოვეს: ვაჟებმა - 6, ქალებმა - 4. ტურნირი მაღალი კლასით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სხვა ქვეყნის სარბიელზე ამდენი მედლის მოპოვება მაინც სასიხარულოა.

ჩვენი ქალებიდან ტურნირის გამარჯვებულები არიან: სალომე აბაშიძე (52 კგ), მარი ჯანაშვილი (57), ანი ავაქიანი (63). მესამე ადგილს დაეუფლა დალი ბრაგვაძე (63).

ვაჟებმა ორი პირველი ადგილი ირგუნეს: თორნიკე თათარაშვილიმა (66) და ვახტანგ ობგაიძემ (81). მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა ალექსანდრე
ზაალიშვილმა (81). მესამეზე გავიდნენ: ნიკა ქელეხიძე (60), ნიკა გოგილაშვილი (73) და ვახტანგ მაილაშვილი (100).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული