ძველი თაობა ფეხზე წამოდგა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში მაღალ დონეზე ჩატარდა. სპორტულმა ნაწილმაც მეტ-ნაკლებად აუბა მხარი.

უმთავრეს ლიდერთა არყოფნაში ჩემპიონატის შედარებით დაბალი დონე მოსალოდნელიც იყო, თუმცა დაძაბულობასაც ველოდით - ფავორიტთა არყოფნაში კონკურენტებს უფრო უნდა მოენდომებინათ, რადგან შედეგები დიდად განსაზღვრავდა 28-29 იანვარს გასამართ თბილისის მსოფლიოს თასზე გასაყვან შემადგენლობას, იქ მოხვედრა კი ყველას სურვილია.

ვარაუდი გამართლდა - შეჯიბრება დაძაბული გამოდგა, თუმცა ტექნიკურ-ფიზიკური მომზადება უკეთესის სურვილს ტოვებს. სასურველია, რომ ახალი სახეებიც გამოჩნდნენ, თორემ უმეტესად ისევ ძველებმა იმარჯვეს - შეიძლება ითქვას, თაობათა ბრძოლა მათ მოიგეს.

პირველობაში ახალგაზრდული ნაკრების წლევანდელი თუ შარშანდელი შემადგენლობიდან ბევრი კი გამოვიდა, მაგრამ ჩემპიონობას ვერავინ შეწვდა.

მეტიც, ფინალში მხოლოდ ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი გიორგი ნოზაძე (90) გავიდა, თუმცა წააგო, წლევანდელი ნაკრებიდან კი ბევრად მეტნი ვიხილეთ კვარცხლბეკზე - ბრინჯაოს მედლები გიორგი მესაბლიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილმა (66), გიორგი მერმანიშვილმა (90) და ლევან მატიაშვილმა (+100) მოიპოვეს.

ამათი წაფორხილება გასაგებია - ახალგაზრდულშიც დამღლელი სეზონი ჰქონდათ, უფროსებში კი ბევრად დიდი დატვირთვებია. თანაც, აქ ისინი ჩამოვთვალეთ, რომლებმაც წლეულს ახალგაზრდულში იჭიდავეს, თუმცა ახლები სხვებიც იყვნენ. უბრალოდ, ცუდი ისაა, რომ ისეთი არავინ გამოჩენილა, რომლის იმედიც სალიცენზიო ტურნირებში გვექნება - ისევ შავდათუაშვილსა და იმათზე თუ დავდებთ ფსონს, ვისაც ასაკობრივი ნაკრებიდან აქამდეც ვიცნობდით.

კვარცხლბეკი.

60 კგ. პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი), 2. იოსებ ნიჟარაძე (თბილისი), 3. გიორგი მესაბლიშვილი (კახეთი), ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი).
66 კგ. სანდრო იაკობაშვილი (ქვემო ქართლი), 2. მინდია ლილუაშვილი (იმერეთი), 3. ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი), ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი).
73 კგ. ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი), 2. ზურაბ ნოზაძე (თბილისი), 3. ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი), გიორგი გასიტაშვილი (იმერეთი).
81 კგ. 1. ლევან წიკლაური (კახეთი), 2. გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 3. დავით კარბელაშვილი, პაატა ღვინიაშვილი (ორივე - შიდა ქართლი).
90 კგ. 1. ლაშა გურული (იმერეთი), 2. გიორგი ნოზაძე (შიდა ქართლი), 3. გიორგი მერმანიშვილი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი), ბეთქილ ნავერიანი (ქვემო ქართლი).
100 კგ. 1. ირაკლი ქობლიანიძე (თბილისი), 2. დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი), 3. ბექა ბერძენიშვილი, ონისე ბუღაძე (ორივე - თბილისი).
+100 კგ. 1. ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 2. ზვიად ხანჯალიაშვილი (კახეთი), 3. ლევან მატიაშვილი (თბილისი), სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი).

P.S. ჩემპიონატის დაწვრილებით "ლელოს" ხვალინდელ ნომერში მიმოვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული