ტრადიციული ტურნირი

AutoSharing Option
ვეტერანი ძიუდოისტის, ევროპის ორგზის და მსოფლიოს პრიზიორის ბადრი ყვავილაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით მეშვიდედ ჩატარდა.

ტურნირში ამჯერად 1996-97 და 1998-99 წლებში დაბადებული 400-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ტურნირს ესწრებოდნენ რუსთავის მერი ზაქარია დარჩიაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. მერმა სპეციალური პრიზი გადასცა ბადრი ყვავილაშვილს, რომელიც ასევე იუბილარიც იყო.

ყველაზე მეტი მედალი - 16 ქუთაისელს ერგო (7 - I, 6 - II, და 3 - III ადგილი). გამარჯვებულები არიან:
გიორგი თუთაშვილი, ალეკო სულავაძე, რეზო ჯიაძე, ოთარ დარსაველიძე, დავით არწივიძე, ჯაბა ლიპარტელიანი, ბაქარი კუხიანიძე.

გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე (4 - I, 4 - II, 10 - III) გორი გავიდა. გამარჯვებულები: თემურ ნოზაძე, ალეკო მამიაშვილი, გიორგი მირუაშვილი, ერეკლე არხოზაშვილი.

მესამე ადგილი მასპინძლებს ხვდათ წილად: (2 - I, 1 - II, 7- III). გამარჯვებულები: გეგი აზარაშვილი, ბაჩო ჭიკაძე.

იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც ბადრი ყვავილაშვილი ჭიდაობდა (81კგ), გამარჯვებული თავად იუბილარმა დააჯილდოვა. ასპარეზობას აშუქებდა "ქვემო ქართლის ტელევიზია".

ბადრი ყვავილაშვილი: ტურნირით ყველა კმაყოფილია. დიდია ბავშვების დაინტერესება. სპორტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა. ასეთი შეჯიბრებები სპორტსაც წაადგება და საზოგადოებასაც.

მანუჩარ მანჯავიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული