ტურნირში ამჯერად 1996-97 და 1998-99 წლებში დაბადებული 400-მდე ჭაბუკი ძიუდოისტი მონაწილეობდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ტურნირს ესწრებოდნენ რუსთავის მერი ზაქარია დარჩიაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. მერმა სპეციალური პრიზი გადასცა ბადრი ყვავილაშვილს, რომელიც ასევე იუბილარიც იყო.
ყველაზე მეტი მედალი - 16 ქუთაისელს ერგო (7 - I, 6 - II, და 3 - III ადგილი). გამარჯვებულები არიან:
გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე (4 - I, 4 - II, 10 - III) გორი გავიდა. გამარჯვებულები: თემურ ნოზაძე, ალეკო მამიაშვილი, გიორგი მირუაშვილი, ერეკლე არხოზაშვილი.
მესამე ადგილი მასპინძლებს ხვდათ წილად: (2 - I, 1 - II, 7- III). გამარჯვებულები: გეგი აზარაშვილი, ბაჩო ჭიკაძე.
იმ წონით კატეგორიაში, რომელშიც ბადრი ყვავილაშვილი ჭიდაობდა (81კგ), გამარჯვებული თავად იუბილარმა დააჯილდოვა. ასპარეზობას აშუქებდა "ქვემო ქართლის ტელევიზია".
ბადრი ყვავილაშვილი: ტურნირით ყველა კმაყოფილია. დიდია ბავშვების დაინტერესება. სპორტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების საუკეთესო საშუალებაა. ასეთი შეჯიბრებები სპორტსაც წაადგება და საზოგადოებასაც.
მანუჩარ მანჯავიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"