უფროსებში რომ ცოტა მონაწილე იყო, ამას თავისი მიზეზიც აქვს - რაოდენობრივად უმცროსთა ასაკში ვარჯიშის უფრო ბევრი მსურველია, უფროსები კი უპერსპექტივობისა
ქალთა ძიუდოს წლეულს არც ისე სახარბიელო სეზონი ედგა. წლის დასაწყისში ყურადღება ნინო ოძელაშვილზე (70) გადავიდა, რომლისგანაც ოლიმპიურ ლიცენზიას ელოდნენ. ამიტომ მთელი თანხები მასზე გადამისამართდა, სხვები კი შედარებით ჩრდილში მოექცნენ. ამიტომ იმათგან ნაწილმა თავისი გზა მონახა, ნაწილი კი დარჩა და ისევ აგრძელებს ვარჯიშს.
გაისად აქცენტები კიდევ უფრო გასხვანაირდება - რაკი ლიცენზიის მოპოვება არარეალურია, ფედერაცია ქალთა ძიუდოსთვის გამოყოფილ მთელ თანხას თანაბრად გადაანაწილებს, თუმცა ახლა მთავარი სამიზნე უმცროსი ასაკია. ფედერაციამ გადაწყვიტა, სახლის მშენებლობა საძირკველიდან დაიწყოს, ანუ ქალთა ძიუდო ბავშვთა სპორტიდან განავითაროს.
ამიტომ მათზე პატარაობიდანვე დაიწყებენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, რათა უფროსთა ასაკში უკვე ჩამოყალიბებულ ძიუდოისტებად გადავიდნენ და ახლანდელივით იქ არ მოუწიოთ ძიუდოს ელემენტარული ანბანის სწავლა. ვინც დღეს უფროსთა ნაკრებშია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სპორტის სხვა სახეობიდან მოვიდა ძიუდოში და პირველი ნაბიჯიც აქ გადადგეს, მომავალში კი მთავარი გუნდი უფრო ჩამოყალიბებულ შევსებას მიიღებს.
იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ შეიცვლებოდა ქალთა ნაკრების ხელმძღვანელობა. მოგეხსენებათ, ადრე ქალთა სამივე ასაკს მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი გიორგი თენაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ახლა ბიჭების ნაკრებიც ჩააბარეს. მას შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალგაზრდები და უფროსები სხვისთვის გადაებარებინათ, მაგრამ, როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გუშინ გვითხრა, სამივე ნაკრები კვლავაც თენაძესთან რჩება და მომავალშიც ის უხელმძღვანელებს.
თენაძე ახლაც დუშეთშია სწორედ ბიჭების ნაკრებთან ერთად, თუმცა უმცროსი ასაკის გოგოებიდანაც ჰყავს წაყვანილი სპორტსმენები. ისინი 10-დღიან სასწავლო შეკრებას გაივლიან, რითაც ევროპის პირველობისთვის მზადებასაც იწყებენ. თენაძის ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი ჭაბუკთა ის ასაკია, რომელსაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევს გამოსვლა.
უახლოეს დღეებში უფროსთა კალენდარიც საბოლოოდ დაზუსტდება და მაშინ უფრო კონკრეტულად გეტყვით, ვინ სად იჭიდავებს, თუმცა მათ ბევრი ტურნირი არც წლეულს ექნებათ.
საქართველოს ჩემპიონატი. ქალები
უფროსები
48 კგ. 1. დარინა აბულაძე (ბათუმი), 2. ოლიკო ალადოშვილი, 3. მზია ბებოშვილი, ლია როგავა (სამივე - თბილისი).
52 კგ. 1. სალომე მარგიანი (თბილისი), 2. ნათია ცინცქილაძე (ბათუმი), 3. ინა გალუსტიანი, ტატიანა ჯოხაძე (ორივე - თბილისი).
57 კგ. 1. მარიამ ჯანაშვილი (თბილისი), 2. სოფიო ბერიძე (ბათუმი), 3. მარიამ მახარაშვილი, მაია ტარუაშვილი (ორივე - გორი).
63 კგ. 1. შორენა შარაძე (ბათუმი), 2. ანი ავაქიანი (თბილისი), 3. მალვინა ლორთქიფანიძე (ბათუმი), ნინო მარტიაშვილი (ახმეტა).
70 კგ. 1. ნინო ოძელაშვილი, 2. თეონა სუხიტაშვილი (ორივე - თბილისი), 3. მალვინა კირკიტაძე, მელანო ოტოლაძე (ორივე - ბათუმი).
+78 კგ. 1. ირინე ლეონიძე (ბათუმი), 2. ელენე ქებაძე (ლაგოდეხი), 3. ლია გვიანიძე, ირინა გალუსტიანი (ორივე - თბილისი).
ახალგაზრდები
57 კგ. 1. მარიამ ჯანაშვილი (თბილისი), 2. სოფიო ბერიძე, 3. ნათია დიასამიძე (ორივე - ბათუმი), მარიამ მახარაშვილი (გორი).
63 კგ. 1. ხატია ჯანაშვილი (დედოფლისწყარო), 2. ანი მინდიაშვილი (გორი), 3. დალი ბრეგვაძე, ნინო მარტიაშვილი (ორივე - ახმეტა).
უმცროსები
30 კგ. 1. ხატია შარაძე, 2. ლინდა ჭანიძე (ორივე - ბათუმი), 3. ირინე ალანია (თბილისი), ნინო ბახტაძე (ზესტაფონი).
36 კგ. 1. ნათია ყიფშიძე (თბილისი), 2. ქეთი ჩხაიძე, 3. ხატია შარაძე (ორივე - ბათუმი), მარიამ გოგოჭური (დუშეთი).
40 კგ. 1. მარიამ ჭანტურია (თბილისი), 2. ცისანა კახნიაშვილი (წყნეთი), 3. მარიამ ილურიძე (წეროვანი), ნინო მგელაძე (ბათუმი).
48 კგ. 1. მზია ბებოშვილი (თბილისი), 2. ნინო ვართანიანი (წყნეთი), 3. ლია როგავა (თბილისი), ლალი გოგილაშვილი (კრწანისი).
52 კგ. 1. სალომე მარგიანი, 2. ინა გალუსტიანი, 3. სალომე მჭდლიშვილი (სამივე - თბილისი), ქრისტინე მამულაძე (ბათუმი).
57 კგ. 1. გურანდა შოთაძე, ნათია აბესლამიძე, 3. ნათია მიქაბერიძე (სამივე - ბათუმი), ელენე ცისაური (ახმეტა).
63 კგ. 1. ხატია ჯანაშვილი, ნია ნატროშვილი (ორივე - დედოფლისწყარო), 3. შორენა კახიძე (ბათუმი, თამარ მჭედლიშვილი (თბილისი).
+63 კგ. 1. სოფიო სომხიშვილი, ნათია ყავრელიშვილი, ცირა ჯანგირაშვილი (სამივე - თბილისი), სალომე მალაყმაძე (ბათუმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"