ფესტივალისკენ, ნაბიჯით იარ!

AutoSharing Option
ძიუდოისტები თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის მზადებას იწყებენ.

როგორც ცნობილია, 2015 წლის ივლისში თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ძიუდოისტები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ტატამზე იასპარეზებენ.

გასულ უქმეებზე სწორედ ამ დარბაზში გაიმართა საქართველოს პირადი პირველობა 1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის. შეირჩა ნაკრების კანდიდატები, რომლებიც 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის მოეზადებიან. მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები ასაკობრივი შეზღუდვის გამო დებულებით აკრძალული იყო, რაც კიდევ უფრო აახლოვებს ძიუდოს ჩვენს ეროვნულ ქართულ ჭიდაობას.

სასიამოვნოა, რომ ძიუდოს ფედერაციამ და შეჯიბრების ორგანიზატორებმა არ შეზღუდეს
მწვრთნელთა ლიმიტი, რითაც რეგიონებში, ქალაქებსა და რაიონებში ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელებს საშუალება მისცეს ამ მასშტაბურ ტურნირზე თვალყური მიედევნებინათ თავიანთი აღსაზრდელებისთვის.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანის ვლადიმერ ნუცუბიძის კომენტარი: "უახლოეს დღეებში ნაკრებს ჩაუტარდება 10 დღიანი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება. გაისად იგეგმება საქართველოს სამი სარეიტინგო პირველობა, ორი სასწავლო-საწვრთნელი შეკრება.

ნაკრების წევრები გამოვლენ ამდენივე საერთაშორისო ტურნირში. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები იქნებიან ბიძინა მოხევიშვილი, ირაკლი უზნაძე, ნესტორ ხერგიანი, შეკრების პერიოდში კი მათ დაეხმარება ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი რევაზიშვილი".

კვარცხლბეკი
26 კგ. 1. შაქრო შათირიშვილი (ახმეტა), 2. ლუკა გრიგოლია (თბილისი), 3. შოთა მაისურაძე (ლაგოდეხი), გიორგი მანაგაძე (ქუთაისი).
30 კგ. 1. ზურაბ ბეჟანიშვილი (მარნეული), 2. ლუკა ღანიაშვილი (დუშეთი), 3. გიორგი რატიანი (მესტია), გიორგი წამალაიძე (თბილისი).
34 კგ. 1 საბა კაპანაძე (სამხ. ოსეთი), 2. საბა ირემაძე (ქუთაისი), 3. საბა კაპანაძე (თბილისი), გიორგი თინაშვილი (დედოფლისწყარო).
38 კგ. 1. ნიკა კობაიძე (დედოფლისწყარო), 2. გაგა ბახტიძე (ზესტაფონი), 3. ზვიად ზვიადაური, ზაქარია იჩუაძე (ორივე - თბილისი).
42 კგ. 1. ალიკო მამიაშვილი (გორი), 2. ნიკა ზაქარაია (ზუგდიდი), 3. ვაჟა მარჯანიძე (ქარელი), ალეკო კაიდარაშვილი (გორი).
46 კგ. 1. გოგა გოგაშვილი (თბილისი), 2. ალიკო სულაკაძე (ქუთაისი), 3. საბა მეშველიანი (ლენტეხი), გიორგი სუხოშვილი (ახმეტა).
50 კგ. 1. უტა დიდებაშვილი (დუშეთი), 2. გიგა იმერლიშვილი, 3. ბაჩანა სარქისაშვილი (ორივე - ახმეტა), დიმიტრი კობაური (დუშეთი).
55 კგ. 1. შათირი შერაზადიშვილი, 2, ჰამლეტ მარგველაშვილი (ორივე - თბილისი), 3. ლაშა მათიაშვილი (საგარეჯო), მალხაზ იოსელიანი (თბილისი).
60 კგ. 1. ოთარ გოგიძე (თბილისი), 2. ალიკო ღორთლიშვილი (გურჯაანი), 3. გიორგი სალთხუციშვილი (გარდაბანი), გელა ზაალიშვილი (თბილისი).
+60 კგ. 1. ამირან წიქორიძე (ქუთაისი), 2. ჯაბა ქარელიშვილი (გორი), 3. ლევან ჭელიძე (თბილისი), ნიკა კუბლაშვილი (ქუთაისი).
მედლები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: თბილისი - 11, კახეთი - 9, იმერეთი - 6, შიდა ქართლი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 1, ქვემო ქართლი - 2, სამხრეთ ოსეთი - 1.

იური იმერლიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული