ოლიმპიურ ჩემპიონს არასრულწლოვანის გაუპატიურება ბრალდება

AutoSharing Option
ტოკიოს პროკურატურამ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 33 წლის იაპონელ ძიუდოისტს, მასატო უჩიშიბას მოზარდი გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

სამართალდამცველთა განცხადებით, ინციდენტი სექტემბერში, ერთერთ სასტუმროში მოხდა, სადაც უჩიშიბა გოგონას ჯერ სასმელით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი უგონოდ მყოფზე წადილი იოლად აისრულა. არასრულწლოვანის ვინაობა გასაიდუმლოებულია.

სახელოვანი სპორტსმენი დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. უჩიშიბა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი იყო. ასე იყო, თუ ისე, ძიუდოისტს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება მის სპორტულ მიღწევებს, უჩისიბამ 2004 და 2008 წლის ოლიმპიადებზე ოქროს მედლები მოიპოვა, რის
შემდეგაც კარიერა დაასრულა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული