ძიუდოისტები 2012 წლის სეზონს ყაზახეთში დაიწყებენ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტები 2012 წლის სეზონს მასტერსში მონაწილეობით იწყებენ. ყაზახეთის ქალაქ ალმატიში 14-15 იანვარს გასამართ შეჯიბრში ასპარეზობის უფლებას საერთაშორისო ფედერაცია მხოლოდ მსოფლიო რეიტინგის 16 საუკეთესოს აძლევს.

ქართველთაგან ეს უფლება მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ლევან ჟორჟოლიანმა და ირაკლი ცირეკიძემ. ალმატიში ძიუდოისტებს ნაკრების მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი გაჰყვება.

საქართველოს ნაკრების სხვა წევრები ავსტრიაში ქალაქ მიტერსილში ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრებიან, რომელიც 8-20 იანვარს ტარდება. ავსტრიის შეკრებაზე ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იქნება: ბეთქილ შუკვანი, შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი,
ბექა ღვინიაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ზურაბ ზვიადაური და ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი, რომელიც ალმატიში გასამართ მასტერსის დღეებში ყაზახეთში ჩავა და შემდეგ უკან ავსტრიაში დაბრუნდება.

gjf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ცარმატებულად დაეწყოთ ეს წელი ბიჭებს!!ირაკლი წარმატებებიიი აბა გაგვახარეეე:))
tiko
12:50 08-01-2012
0
წარმატებებს უსურვებ ბიჭებს,ცირეკიძე აბა შენ იცი გამარჯვებული უნდა დაბრუნდე..:))გაგვახარეეეეე.
tiko
10:41 09-01-2012
0

სიახლეები პოპულარული