ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ზუსტად ერთ კვირაში ჩინურ ქინგდაოშიც შეუშალა ხელი "დიდ პრიზზე" ასპარეზობაში. ამის მიუხედავად, მაინც იმედოვნებდნენ, რომ სპორტსმენის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესი ნაყოფიერად წარიმართებოდა და ცირეკიძეც ვარჯიშს მალევე გააგრძელებდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ტრავმა არც ისე იოლი აღმოჩნდა და ოლიმპიურ ჩემპიონს მოსალოდნელზე ბევრად სერიოზული
ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, როდის გააგრძელებს ვარჯიშს ცირეკიძე.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასტერსის ტურნირი 14-15 იანვარს ყაზახურ ალმატიში იმართება. იქ მონაწილეობა რეგლამენტირებულია - ამის უფლება მხოლოდ მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო 16 ძიუდოისტს ეძლევა, თუმცა მასპინძელსაც შეუძლია მონაწილის გაყვანა. ამასთან, თუ ტოპ-16-ის რომელიმე წევრი იაურებს იქ ჭიდაობას, მაშინ მომდევნოს მიიწვევენ, თუმცა სათადარიგოთა სიაც ლიმიტირებულია - 2 კაცი.
ჩვენგან მასტერსზე გამოსვლის უფლება სულ ოთხმა კაცმა მოიპოვა - ცირეკიძემ, ამირან პაპინაშვილმა (60), ვალერი ლიპარტელიანმა (90) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100), თუმცა ხვალ ყაზახეთში მხოლოდ სამეული გაემგზავრება პირდაპირი რეისით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"