საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ამგვარი შეჯიბრებები მიმდინარე სეზონიდან შემოიღო, რაც შიდა რეიტინგის დანერგვას ისახავს მიზნად, როგორც ეს მოწინავე ქვეყნებშია.
მარგველანის ტურნირი აქამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში, რადგან ის ნაკრებში მოსახვედრად ერთ-ერთი შესარჩევი შეჯიბრება იყო, ახალმა სტატუსმა კი მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.
ეს მონაწილეთა რაოდენობასაც დაეტყო - მემორიალში 274 მოზარდი ასპარეზობდა, რაც შთამბეჭდავი ციფრია. წონითი კატეგორიების მიხედვით რეკორდი 73-მა კილოგრამმა დაამყარა, სადაც 67 სპორტსმენი გამოდიოდა, 53 ათლეტი ჭიდაობდა
ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი ხალხმრავლობის მიუხედავად, მასპინძლის ტვირთს თავი შესანიშნავად გაართვეს და შეჯიბრებამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ მსგავს ტურნირებზე ფედერაციის წარმომადგენელთა დასწრება სავალდებულოა, რაც ასევე დადებითად მოქმედებს წესრიგის დამყარებაზე. ახალგაზრდების მომდევნო სარეიტინგო შეჯიბრებას მარტში ყვარელი უმასპინლებს, თუმცა ფედერაცია საიმისოდ უკვე გაცხრილვის სისტემას შემოიღებს (სავარაუდოდ, კვოტებს), სპორტსმენთა ასეთი მოზღვავება თავიდან რომ აიცილონ.
კვარცხლბეკი
55 კგ. 1. გიორგი ნათათრალაშვილი (თბილისი), 2. მინდია ღოლიჯაშვილი, 3. გიორგი საჩალელი (ორივე - შიდა ქართლი), მირზა გუჯეჯიანი (ქვემო ქართლი).
60 კგ. 1. ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი), 2. გიორგი გუგულაშვილი, 3. გელა კელიხაშვილი (ორივე - თბილისი), ბექა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი).
66 კგ. 1. ბექა ვიბლიანი (ქვემო ქართლი), 2. ირაკლი ლომიძე, 3. ანდრო ბერუაშვილი, ტრისტან ფეიქრიშვილი (სამივე - შიდა ქართლი).
73 კგ. 1. ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი), 2. აპოლონ ზურაბიანი (თბილისი), 3. ალექსანდრე ნანიევი (კახეთი), ლევან გუგავა (იმერეთი).
81 კგ. 1. ბექა დონღვანი (მცხეთა-მთიანეთი), 2. თეიმურაზ ხაჩიძე (თბილისი), 3. ალექსანდრე ზაალიშვილი (შიდა ქართლი), ოთარ ტყეშელაშვილი (იმერეთი).
90 კგ. 1. ლაშა ტაველური, 2. გიორგი სეტიელი, 3. თორნიკე ოთინაშვილი (სამივე - თბილისი), რევაზ წულუკიძე (აჭარა).
100 კგ. 1. გიორგი ქავთარაძე, 2. გურამ თუშიშვილი (ორივე - თბილისი), 3. გიგა თაყაძე (შიდა ქართლი), შმაგი ონიანი (ქვემო ქართლი).
+100 კგ. 1. გიორგი ზაქარიაძე, 2. გიორგი ლაზუაშვილი, 3. როსტომ ხახალეიშვილი (სამივე - იმერეთი), ბექა ფოფხაძე (შიდა ქართლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"