თავის შესაძლებლობებზე აშკარად სუსტად გამოვიდა გუნდის ლიდერი, მსოფლიოს შვიდგზის, ევროპის სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც შესარჩევი ეტაპი მისთვის უჩვეულოდ დაბალი შედეგით - 380 ქულით დაასრულა, რაც მეცხრამეტე მაჩვენებელი აღმოჩნდა.
ცხადია, ჩვენებური ვერც ფინალში მოხვდა. 375 ქულით 64 მონაწილეს შორის 35-ე ადგილზე გავიდა ნინო უჩაძე. ეს წარმატება ნამდვილად არაა, მაგრამ რამდენიმეწლიანი შესვენების ფონზე (სპორტიდან წასული იყო და ამ ტურნირზე დაბრუნდა) ქულათა რაოდენობა
ქალებში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა სერბი ბობანა ველიკოვიჩი, რომელიც 388 ქულით შესარჩევიდანვე დაწინაურდა, რასაც ფინალში 99.1 დაუმატა და ჯამში 487.1 დააგროვა.
ვერცხლი წლის ქალ მსროლელად დასახელებულმა უკრაინელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა მოიპოვა 486.7 ჯამური შედეგით, ბრინჯაო კი ახალგაზრდა რუსმა ლუბოვ იასკევიჩმა დაისაკუთრა 483.9-ით.
ვაჟთა შორის ლევან ქადაგიძე გამოდიოდა, რომელიც 570 ქულით 51-ზე გავიდა. აქ ფურორი მოახდინა აქამდე უტიტულო ესპანელმა პაბლო კარერამ, ვინაც ფინალში 584 ქულით მეოთხე შედეგით შევიდა, იქ კი ყველაზე კარგად ისროლა - 103.1 ქულა დააგროვა და 687.1-ით ჩემპიონი გახდა.
ვერცხლი 685.7-ით თურქმა იუსუფ დიკეჩმა ირგუნა, ბრინჯაო - 684.5-იანმა რუსმა ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა ლეონიდ ეკიმოვმა.