ლიპარტელიანმა ბრინჯაო წააგო

AutoSharing Option

საქართველო ახლოს იყო ტოკიოში პირველი მედლის მოპოვებასთან - 90 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ვარლამ ლიპარტელიანი ჭიდაობდა. ჩვენი ძიუდოისტი ტრავმის გამო გვიან შეუერთდა გუნდს შეკრებაზე და საუკეთესო ფორმაში არაა. მიუხედავად ამისა, C პულში ვარლამმა ყველა შეხვედრა მოიგო: იპონებით მოუგო ინდოელ საჰინ პატაიას, ბრიტანელ უინსტონ გორდონს და კუბელ ეშლი გონსალესს. მან დაძაბულ ბრძოლაში უკრაინელი ვალენტინ გრეკოვიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ჩვენებური მასპინძელ დაიკი ნიშიამას შეხვდა და დამარცხდა. ქართველი მე-3 ადგილისათვის ბრძოლაში რუს კირილ დენისოვს შეხვდა, მაგრამ სამწუხაროდ ვაზარით წააგო და უმედლოდ
დარჩა. ამავე წონით კატეგორიაში მინდია ბოდაველი მე-2 წრეში გზიდან ილიას ილიადისმა (ჯარჯი ზვიადაური) ჩამოიცილა. შემდეგ ბერძენი ძიუდოისტი ფინალში გავიდა და დაიკი ნიშიამასთან ჭიდაობს.

81 კგ. წონით კატეგორიაში ძალიან ცუდად იასპარეზეს ჩვენებურებმა - ლევან წიკლაურმა პირველივე რაუნდში შვეიცარიელ მიშა ეგერთან დათმო, ხოლო გრიგოლ შინჯიკაშვილმა - აზერბაიჯანელ ელნურ მამედლისთან.

 
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული