"ამომავალი მზის ქვეყანაში" ჩვენები თავიდან მხოლოდ მასპინძლებთან ერთად ემზადებოდნენ, მერე კი გაერთიანებულ შეკრებაზე გადაინაცვლეს, სადაც ევროპული და სხვა აზიური გუნდებიც იყვნენ.
ნაკრები თბილისში ერთი კვირით დარჩება. შაბათს, გამთენიისას კი, ბერლინში გაფრინდება, სადაც ოლიმპიური მზადების ცენტრში მასპინძელთა პირველ ნაკრებთან ერთად გაივლის ერთობლივ წვრთნას.
გუნდს თბილისიდან გიორგი ვაზაგაშვილი წაიყვანს, რადგან ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი სეულიდან პირდაპირ ვენაში გაფრინდა.
გერმანულ შეკრებაზეც იგივე შემადგენლობა გაემგზავრება,
შეგახსენებთ, რომ იაპონია-კორეაში ამ გუნდს ბექა ღვინიაშვილი (81) და ლევან მატიაშვილიც (+100) ახლდნენ, ოღონდ ისინი ახლა ახალგაზრდულ ნაკრებს დაუბრუნდნენ და აპრილის დასაწყისში ამ გუნდის შემადგენლობაში საბერძნეთში იჭიდავებენ საერთაშორისო ტურნირში.
ბერლინში ჩვენი გუნდი ერთი კვირა ივარჯიშებს, მერე კი მონღოლეთში გადაფრინდება, სადაც ასევე ერთკვირიან ერთობლივ წვრთნას გაივლის.
იქიდან ნაკრები თბილისში დაბრუნდება და აქ გააგრძელებს მზადებას 26-28 აპრილს რუსულ ჩელიაბინსკში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"