14:31 11-09-2010
უკვე ყირგიზებიც გვიგებენ
AutoSharing Option
ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეც წარუმატებელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისათვის. ამჯერად, თავი ვერაფრით გამოიჩინეს 73 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზაზა კედელაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა. კედელაშვილის განსაკუთრებით გვეიმედებოდა, ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა თავიდან ალჟირელი და კორეელი მეტოქეები სუფთა გდებით ჩამოიცილა, მაგრამ მესამე წრეში დამატებით დროში მიღებული გაფრთხილებით წააგო ყირგიზ აზატ კუბაკაევთან. ასევე ორი იპონით დაიწყო ტატალაშვილმა, რომელმაც იემენელი და ჩეხი ძიუდოისტი დაამარცხა, მაგრამ მასპინძელ ჰიროუკი აკომოტოსთან თავად დამარცხდა იპონით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული