ნაკრების მწვრთნელები -
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ნათათრალიშვილი და მეგრელიშვილი ჩემპიონები, არხოზაშვილი, მჭედლიშვილი, ბაჩანა ბოლქვაძე (66), რამაზაშვილი და გოჯიაშვილი მეორეპრიზიორები გახდნენ; კუპატაძე, კაციაშვილი, მოველიძე, გველესიანი, ძებისაშვილი ჯანაშვილი და შოთაძე კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
ამათგან კიევში მხოლოდ ბოლქვაძე ვერ მიდის, რომელმაც ანთალიაში ფინალში მეგრელიშვილთან შეხვედრაში ხელი იტკინა. ამათგან საქართველოს ჩემპიონი ბოლქვაძეა, თუმცა თურქულ ფინალში მეგრელიშვილი იმ ტრავმამდეც დიდი უპირატესობით უგებდა.
სიახლეა ჭაბუკებში ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ კირაკოზაშვილის 73-ში გამოჩენაც, რომელიც ადრე 60-ში ჭიდაობდა, ახლა კი ერთი წონის გამოტოვება გადაწყვიტა. ვნახოთ, რამდენად გამოიჩენს თავს ასეთი რადიკალური ნახტომის შემდეგ.
ანთალიური შეჯიბრების მედალოსნებს მწვრთნელებმა რამდენიმე ფალავანიც დაამატეს, რომელთა შორისაა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური მედლის მფლობელის, ოლიმპიურ-პრიზიორი სოსო ლიპარტელიანის ვაჟი ირაკლი ლიპარტელიანი. ის აქამდე რამდენიმე ტურნირში ავადმყოფობის გამო ვერ გამოვიდა.
სავარაუდოდ, კიევის ტურნირი უკვე გამოავლენს 22-24 ივნისს ჩერნოგორიის ქალაქ ბარში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობას, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ზოგიერთ წონაში კონკურენცია კვლავაც ვერ გადაიჭრას.
მაგალითად, 55-ში 2 ადგილისთვის სამი, დაახლოებით თანაბრად ძლიერი კანდიდატი იბრძვის. თუ ვაკანტური ადგილები კიევის შემდეგაც დარჩება, მაშინ კონკურენცია მაისში გერმანიის ტურნირზე გადაიჭრება, სადაც ასევე წავლენ ის ფალავნები, რომლებსაც უკვე განაღდებული ექნებათ ევროპაზე ჭიდაობა. წინა კატეგორიისთვის თუ ის შეჯიბრება შესარჩევი იქნება, ამათთვის სასტარტო ფუნქციას შეასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"