ახმეტელები კიევში წასასვლელად ემზადებიან

AutoSharing Option
ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ნუგზარ მესაბლიშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლიდანაა.

კიევში ყოველ წელს ტარდება მისი სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი ვეტერანის მიწვევით, სისტემატურად მონაწილეობენ ახმეტელი ჭაბუკი ძიუდოისტები.

28 მარტს ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლის დარბაზში, სწორედ კიევში გასამგზავრებელთა შესარჩევად ჩატარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის პირველობა 1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის 9 წონით კატეგორიაში. საუკეთესოები 70 მონაწილის დაძაბულმა ორთაბრძოლებმა გამოავლინა.

პირველ ადგილზე გავიდნენ: მიშიკო შათირიშვილი (30 კგ, სოფ. მატანი), დათო ფაქიზაშვილი (34, ახმეტა), გიორგი ახალაური (38), რობი
მღებრიშვილი (42), გიორგი სუხოშვილი (46), ილია ბათურიშვილი (50), ბაჩანა სარქისაშვილი (55, ყველა - სოფ. მატანი), გიორგი ქიბროწაშვილი (60, ახმეტა), გიორგი კვიცაშვილი (მძიმე, სოფ. ქისტაური).

ლელა ხეჩოშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული