ჭაბუკ ძიუდოისტთა კიევური შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
31 მარტ-1 აპრილს კიევში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას:

ირაკლი კუპატაძე (50), გიორგი კაციაშვილი, ბექა ნათათრალიშვილი, ერეკლე არხოზაშვილი, ირაკლი ლიპარტელიანი (55), კობა მჭედლიშვილი, ბექა სეხნიაშვილი, დიმიტრი ცაბაძე, ბექა უდესიანი (60), ზაზა მეგრელიშვილი (66), თამაზ კირაკოზაშვილი, ვანო ჩურჩხელაშვილი (73), გიორგი ქურდიანი, ნიკა მოველიძე (81), დავით რამაზაშვილი, გიორგი გველესიანი (90), გიორგი ძებისაშვილი, ზაზა გოჯიაშვილი (+90).

ორი წარმომადგენელი გვეყოლება გოგონათა ტურნირშიც - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე, რომლებიც 57-ში ჭიდაობენ.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ
ამ ასაკის ნაკრებმა ანთალიაში იჭიდავა ასევე ევროპის თასზე, სადაც ნათათრალიშვილი და მეგრელიშვილი ჩემპიონები გახდნენ; არხოზაშვილი, მჭედლიშვილი, რამაზაშვილი და გოჯიაშვილი მეორეზე გავიდნენ; კუპატაძე, კაციაშვილი, მოველიძე, გველესიანი და ძებისაშვილი კი მესამე პრიზიორები გახდნენ; მესამეზე გავიდნენ ჯანაშვილი და შოთაძეც.

მწვრთნელები ახლაც თურქეთში ნაჭიდავებ შემადგენლობას დაეყრდნენ, რადგან ევროპაზე წასვლის პრეტენდენტთა ძირითადი ბირთვი მათ ხარჯზე გამოიკვეთა, თუმცა ამჯერად გამოცდილების მისაღებად გუნდს რამდენიმე მოზარდი დაამატეს.

სავარაუდოდ, კიევში უკვე ყველა სადავო საკითხი გადაიჭრება, ხოლო თუ რომელიმე წონაში მაინც ღიად დარჩება კონკურენციის საკითხი, მაშინ საამისოდ კანდიდატები კიდევ ერთ შეჯიბრებაზე გამოვლენ გერმანიაში.

დასკვნით ტურნირზე სტარტისთვის ისინიც გამოვლენ, რომლებიც კიევის შემდეგ უკვე საბოლოოდ გაინაღდებენ ადგილს ნაკრებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული