ესაა ჩინებულ ბუნებაში განთავსებული, ტყითა და ტბით დამშვენებული, ყოფილი გდრ-ის ოლიმპიური მზადების ცენტრი, სადაც ჩვენებთან ერთად გერმანელთა პირველი ნაკრები, ავსტრიელები და უნგრელებიც ვარჯიშობენ, რომლებიც ასევე ემზადებიან 26-28 აპრილს ჩელიაბინსკში გასამართი ევროპის პირველობისთვის.
შეგახსენებთ, რომ წლეულს მას ორმაგი დატვირთვა აქვს - ის ბოლო სალიცენზიო ტურნირია და ბევრისთვის ბოლო შანსიც, მოხვდეს ლონდონის ოლიმპიადაზეც. მათ შორის - ლაშა შავდათუაშვილისთვისაც (66), რომელიც წლეულს გადმოვიდა ეროვნულ გუნდში და ჯერ მხოლოდ ოთხი სალიცენზიო
საბედნიეროდ, ნაკრებში ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები არაა. არის პატარ-პატარა ტრავმები, მაგრამ არა საშიში და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაში ხელს არავის უშლის. ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმაც ბევრი რამე გადააფასა სავარჯიშო პროცესში, შეამცირა დატვირთვები, შეცვალა მიდგომა, პირადი დამოკიდებულება სპორტსმენებთან, რამაც მათი ურთიერთობაც გააუმჯობესა. დღეს მწვრთნელსა და სპორტსმენებს ბევრად უკეთ ესმით ერთმანეთის, ვიდრე - შარშან.
შავდათუაშვილის გარდა, ზაიზენბახერმა გერმანიაში ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) წაიყვანა. ჩვენები გერმანიაში კვირის ბოლომდე ივარჯიშებენ, მერე კი მონღოლეთში გადაფრინდებიან და იქაურ ნაკრებთან ერთად გაივლიან ერთკვირიან შეკრებას. მისი დასრულების შემდეგ ჩვენები საქართველოში დაბრუნდებიან და დასკვნით შეკრებას დუშეთში გაივლიან. გუნდი ჩელიაბინსკში თბილისიდან გაფრინდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"