ძიუდო მთელ კახეთს გადასწვდა

AutoSharing Option
ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა კახეთის რეგიონალურ პირველობას 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის 8 წონით კატეგორიაში.

ამ ასაკის სპორტსმენებს ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ფესტივალში მოუწევთ ასპარეზობა. როგორც ცნობილია, ფესტივალი თბილისში გაიმართება, რაც დამატებითი მოტივაციაა ჩვენი ახალგაზრდა ათლეტებისა და მათი მწვრთნელებისთვის.

გამარჯვებულებისა და პრიზიორებისგან დაკომპლექტებულმა კახეთის ნაკრებმა თბილისში საქართველოს პირველობაზე იასპარეზა. ოქროს მედალი მოიპოვა ბაჩანა სარქისაშვილმა (30); ამავე წონაში ვერცხლის მედალი ხვდათ წილად დავით ნინიაშვილს, გიორგი სუხოშვილს (46) და ილია ბათურიშვილს (50). მესამე პრიზიორები გახდნენ გიორგი
ახალაური (38), გიორგი ბათურიშვილი (50) და მიხეილ ხუცურაული (50). ყველა მედალოსანი ახმეტიდანაა.

კვარცხლბეკი
30 კგ. 1. ოთარ ტალახაშვილი (თელავი), 2. დავით ნონიაშვილი, 3. მიშიკო შათირიშვილი (ორივე - ახმეტა) და მიხეილ ბახუტაშვილი (თელავი).
34 კგ. 1. გიორგი თინაშვილი (დედოფლისწყარო), 2. ლევან ხაბარელი (საგარეჯო), 3. გიორგი ბაღოშვილი (ყვარელი) და დავით კურდღელაშვილი (საგარეჯო).
38 კგ. 1. ამირან დარბაისელი, 2. გიორგი მღებრიშვილი (ორივე - საგარეჯო), 3. გიორგი ახალაური (ახმეტა) და ნიკა კობაიძე (დედოფლისწყარო).
42 კგ. 1. ლაშა ბექაური (დედოფლისწყარო), 2.ნიკა ბასილაშვილი (საგარეჯო), 3. რობი მღებრიშვილი (ახმეტა) და ვალერი ჯავახიშვილი (დედოფლისწყარო).
46 კგ. 1. მიხეილ ბახბახაშვილი (თელავი), 2. გიორგი სუხოშვილი (ახმეტა), 3. ნიკა ზვიადაური (დედოფლისწყარო) და დათო ყაველაშვილი (ლაგოდეხი).
50 კგ. 1. ბაჩანა სარქისაშვილი, 2. ილია ბათურიშვილი 3. გიორგი ბათურიშვილი და მიხეილ ხუცურაული (ოთხივე - ახმეტა).
55 კგ. 1. ლაშა მათიაშვილი (საგარეჯო). 2. ელბრუსი თედეევი (ლაგოდეხი), 3. ალეკო ლორთლიშვილი (გურჯაანი) და კახა არჩემაშვილი (თელავი).
+55 კგ. 1.პაატა მარტაშვილი, 2. თორნიკე ფილაური, 3. ილია ელერდაშვილი (სამივე - საგარეჯო) და სოსო მარგალიტაშვილი (თელავი).

ლელა ხეჩოშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული