ქართველი ძიუდოისტები შესუსტებული გუნდით ბაქოში

AutoSharing Option
5-6 მაისს ბაქო ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ქალთა და ვაჟთა გუნდები არასრული შემადგენლობებით იასპარეზებენ.

ცხადია, ვაჟთა ნაკრები მეორე გუნდით გამოვა, რადგან ლიდერები ორიოდ დღეში ალჟირში მიფრინავენ ხუთდღიან საერთაშორისო საწვრთნელ კემპში მონაწილეობისთვის.

ბაქოში ფედერაციის დაფინანსებით შალვა ქარდავა, სანდრო იაკობაშვილი (ორივე - 66), ამბაკო ავალიანი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ლაშა ზურაბიანი (81) და ბექა ბერძენიშვილი (100) გამოვლენ, რომლებსაც საკუთარი ხარჯით წასული რამდენიმე სპორტსმენიც დაემატება. ამ გუნდს ივერი ჯიქურაული უთავკაცებს.

სამი სპორტსმენით გამოვლენ ქალებიც გია თენაძის ხელმძღვანელობით: მარიამ ჯანაშვილი (57), შორენა
შარაძე
(70), ირინე ლეონიძე (+78). ჩვენები თბილისიდან 3 მაისს, საღამოს გაემგზავრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული