ლეგრანდი "მამლების" სტაჟიანი წევრია - პეკინის ოლიმპიადის შემდეგ დავიდ ფერნანდესი შეცვალა (ჟილ ბონომე მხოლოდ პერიოდულად ჩნდებოდა გუნდში) და მას მერე მყარად დგას ნაკრებში.
ლეგრანდის პირველი დიდი წარმატება 2010 წელს ვენაში ევროპის პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალია. შარშან ამავე სინჯის ჯილდო უკვე მსოფლიოზე მოიპოვა პარიზში, წელს კი ჩელიაბინსკში ევროპის ჩემპიონი გახ
აქტიური სპორტული კარიერის გარდა, მას მშობლიურ რუანში ძიუდოს კლუბი აქვს და სწორედ იქ იყვნენ მიწვეული ჩვენი ჭაბუკები. მათი დამაკავშირებელი რუანში მცხოვრები და იმ კლუბში მოვარჯიშე გია კურტანიძე გახდა, რომლის მეშვეობითაც მიიწვიეს ქართველები.
თავდაპირველად იქ დიდი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა დროში ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა, რის გამოც ქვეყნების უმრავლესობამ რუანში სტუმრობა გადაიფიქრა - მწვრთნელთა უმეტესობა კონტინენტის პირველობას ესწრებოდა, თუმცა ჩვენებმა საფრანგეთისდარ ძიუდოს ძლიერ სკოლაში გაკვეთილების მიღების საშუალება ხელიდან არ გაუშვეს.
ჩვენი მოზარდები ხომ უცხოეთში ასპარეზობას ისედაც მოკლებულნი არიან, რაიონების წარმომადგენლები კი - ორმაგად. ამიტომ ქარელელებს მიწვევაზე უარი არ უთქვამთ და მწვრთნელმა მირზა ხაბარელმა იქ 8 სპორტსმენი წაიყვანა: გიორგი ჭყოიძე (34), გაგა ბახტიძე (38), შალვა გაზაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი (ორივე - 42), ვაჟა მარჯანიძე (46), ზვიად ბერუაშვილი (50), ლუკა მაისურაძე (55) და ნიკა სიდამონიძე (+55).
ჩვენებმა იქ ათდღიანი ერთობლივი შეკრებაც გაიარეს და მასპინძელთა კლუბთან ორი საკონტროლო შეხვედრაც გამართეს "გუნდი გუნდზე" პრინციპით. სასიხარულოა, რომ ორივე ჩვენებმა მოიგეს - პირველში 6:1 იმარჯვეს, მეორეში - 5:2.
ქართველთა სტუმრობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა იქაურ ქართველებში, მოგებამ კი ადგილობრივი მედია დააინტერესა. ქარელელებთან შესახვედრად საფრანგეთის სხვადასხვა მხარეებში მცხოვრები ქართველებიც ჩავიდნენ, ადგილობრივმა პრესამ კი დიდი ყურადღება დაუთმო ჩვენ გუნდს.
აქვე გეტყვით, რომ ნორმანდიის წლევანდელი ჩემპიონი ჭაბუკთა შორის 46 კილოგრამში იქაური ქართველი - ბექა ზუბაშვილი გახდა, მისი ძმა, ნიკოლოზ ზუბაშვილი კი - ლა მანშისა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"