აფრიკაში გუნდი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწყობილ ხუთდღიან კემპზე იმყოფებოდა, რომელიც რეგიონული პირველობების ფონზე უფრო განტვირთვა-დასვენებას და საოლიმპიადო სამზადისის წინ ძალების აღდგენას ისახავდა მიზნად; იაპონური შეკრებით კი გუნდი ლონდონის ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულ მზადებას იწყებს.
სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაკრების ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერს ის სპორტსმენები მიჰყავს, რომლებმაც ლიცენზიები მოიპოვეს. ასეთი კი ათია: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი
ამათგან ოლიმპიადაზე მხოლოდ შვიდი წავა - გაორებული წონებიდან თითოს ამოარჩევენ, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ათივე უნდა მოემზადოს.
ღმერთმა ყველა დაიფაროს და, ტრავმის მიღების შემთხვევაში, მისი შემცვლელიც მზად უნდა გყავდეს, ოღონდ ესეც გაორებულ წონებში - დანარჩენ ოთხში, რაც უნდა მოხდეს, მონაწილის შეცვლა გამორიცხულია, რადგან სხვებმა საგზური ვერ მოიპოვეს, ანუ ვერ შევიდნენ სალიცენზიო რეიტინგის 22 მოწინავეს შორის.
სწორედ ამიტომ ზაიზენბახერი ათივეს თანაბრად ამზადებს ოლიმპიადისთვის, თუმცა ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა - ალჟირში გუნდს ლიპარტელიანი ვერ გაჰყვა, რადგან იმ დღეებში ვენაში გადაფრინდა და მუხლზე მცირე ოპერაცია გაიკეთა. იაპონიაში კი მასთან ერთად ვერც ხანჯალიაშვილი წავიდა, რომელსაც მუხლი შესიებია და ჯერჯერობით სიარულიც უჭირს.
ჩვენები ტოკიოში დაბინავდნენ და პირველ ეტაპზე ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლიან, სადაც დიდი ადგილი შტანგებს დაეთმობა. მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყნის ნაკრები იქნება. ზაიზენბახერი კი გუნდს ერთ კვირაში სეულში გადაიყვანს, სადაც ასევე ერთი კვირით ივარჯიშებენ.
კორეიდან ისევ ტოკიოში დაბრუნდებიან და ოდნავ მეტი დროით - 10 დღით იმუშავებენ ისევ ერთობლივ შეკრებაზე. მერე კი საქართველოში გადმოფრინდებიან და აქ გააგრძელებენ მზადებას.
"ისევ იაპონია-კორეაში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"