მწვრთნელები გაუშვეს, ხაბულიანი ორშაბათს იტყვის

AutoSharing Option

ახლახან დასრულდა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის შეკრება, რომელიც მთლიანად ტოკიოში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატს და იქ მომხდარ ინციდენტს მიეძღვნა. საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, დელეგაციამ გვარიანი სირცხვილი ჭამა, როცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე დააგვიანა და ის გათამაშებიდან მოხსნეს.

აღმასკომზე მწვრთნელთა საბჭომ, ამირან ტოტიკაშვილის ხელმძღვანელობით, მომხდარის გამო პასუხისმგებლობა აიღო და მთელი შემადგენლობა გადააყენეს. სამომავლო გეგმებზე, ახალ მწვრთნელებზე აღმასკომი რამდენიმე დღეში იმსჯელებს.

რაც შეეხება, ფედერაციის პრეზიდენტ დილარ ხაბულიანს - სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის თავის სათქმელს საჯაროდ

ორშაბათს იტყვის, ჩვენი აზრით, დილარ ხაბულიანი თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას გააკეთებს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბანს გამოკრავთ ხელს
www.totomasters.com
16:19 19-09-2010
0
ომი დამთავრდა, გეშინოდეთ მშვიდობის!
ეჯუ
19:01 19-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული