საქართველოში პირველი შიდა სარეიტინგო ტურნირი ჩატარდება

AutoSharing Option
23 მაისს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში, ვაჟთა შორის პირველი შიდა სარეიტინგო ტურნირი ჩატარდება. ძიუდოს ფედერაციამ ეროვნული რეიტინგები და ამ მიზნით საგანგებო შეჯიბრებები რომ შემოიღო, უკვე გაცნობეთ.

მათი შედეგების მიხედვით, შედგება რეიტინგი, რაც განსაზღვრავს ძალთა განლაგებას ყოველ წონაში და თავად სპორტსმენთა ფინანსური ანაზღაურებაც ამაზე იქნება დამოკიდებული.

ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში უკვე გაიმართა ასეთი საგანგებო ტურნირები, უფროსებში კი ჯერ არ მოწყობილა.

მართალია, რეიტინგში საქართველოს პირველობაზე მოპოვებული ქულებიც შედის, მაგრამ ის შეჯიბრება ნებისმიერ ვარიანტში გაიმართებოდა. საგანგებოდ სალიცენზიო სტატუსისა კი პირველად ტარდება.

ეს კარგი სატურნირო პრაქტიკაა
იმ ფალავნებისთვის, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ვერ ხვდებიან. ეს ასევე კარგი სკოლაა მსაჯებისთვის, რომლებიც ასევე მიიღებენ ქულებს, ანუ პროფესიული წინსვლისთვის, რაც მათ ხელფასზეც აისახება, მშვენიერი შანსია.

შეჯიბრება ძიუდოს აკადემიაში ორ დღეს გასტანს. მასში მონაწილეობას არ მიიღებს ეროვნული ნაკრების ელიტა - ლიცენზირებული 10 სპორტსმენი.

ისინი ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადებიან და ამჟამად იაპონია-კორეაში არიან შეკრებაზე. მიზეზთა გამო არც ულიცენზიოდ დარჩენილი რამდენიმე ლიდერი იქნება, თუმცა ტურნირში ნაკრების სათადარიგო წევრები ბლომად გამოვლენ. ასევე იქნებიან ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც.

23 მაისს 60, 66 და 73 კილოგრამი წონის წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები - 24 მაისს. შეხვედრები დილის 11 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სალიცენზიო შეჯიბრებებში გამარჯვებული 300 ქულას მიიღებს, ვერცხლისმედალოსანი - 200-ს, მესამეზე გასულს 120 ქულა დაეწერება, მეხუთე ადგილი 80 ქულადაა შეფასებული, მეშვიდე - 60-ად, X-XVI ადგილებზე გასულებს კი 40 ქულა დაეწერებათ.

პირველი სარეიტინგო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული