სარეიტინგო შეჯიბრება: სხვა დონე

AutoSharing Option
ძიუდოს აკადემიაში დამთავრდა შიდა სარეიტინგო ტურნირი, რომელშიც, ძირითადად, ეროვნული ნაკრების სათადარიგო წევრები მონაწილეობდნენ.

ლიდერთა არყოფნაში შეჯიბრების შედარებით დაბალი დონე მოსალოდნელიც იყო და სანახაობრივად ბევრს არაფერს ველოდით, მაგრამ ამ შეჯიბრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო წლებში ქართულ სპორტში დამკვიდრებული ცუდი ტენდენცია - ლიდერებსა და მათ კონკურენტებს შორის კლასში ძალიან დიდი სხვაობაა.

მონაწილეთა შორის ბევრი ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი იყო, ან - იმ გუნდიდან ახლო ხანებში გადმოსული; ბევრს თვით ეროვნულშიც საკმაო გამოცდილება აქვს, თუმცა ჭიდაობის ხარისხი მაინც ვერ იყო ისეთი, ამ ბიჭებმა უცხოეთში წარმატებით
რომ იასპარეზონ.

კვარცხლბეკი
81 კგ. 1. ლაშა ზურაბიანი (მცხეთა-თიანეთი), 2. ვახტანგ სარაჯიშვილი (კახეთი), 3. ზაზა დავაძე (ქვემო ქართლი), ვალერი გუგავა (თბილისი).
90 კგ. 1. ზვიად გოგოჭური (აჭარა), 2. ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა-თიანეთი), 3. რევაზ წულუკიძე (აჭარა), დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი).
100 კგ. 1. მიხეილ ნარიმანიძე (კახეთი), 2. ბექა ბერძენიშვილი, 3. ონისე ბუღაძე (ორივე - თბილისი), ვალერი ჟორჟოლიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი).
+100 კგ. 1. ლევან მატიაშვილი (თბილისი), 2. სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი), 3. უშანგი კოკაური (შიდა ქართლი), ვახტანგ ზოიძე (აჭარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული