ნოდარ მეტრეველის მოსკოვური ბრინჯაო

AutoSharing Option
მოსკოვის ახლოს, ქალაქ ზვენიგოროდში დასრულდა ძიუდოისტთა "დიდი მუზარადის" მორიგი ტურნირი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ სამი ათლეტი გამოდიოდა.

ვინაიდან ეს ტურნირი არ შედიოდა ჩვენი ფედერაციის კალენდარში, იქ სამივე საკუთარი ხარჯით წავიდა. მათი მონაგარი ბრინჯაოს ერთი მედალია, რომელსაც მძიმე წონაში ნოდარ მეტრეველი დაეუფლა. ალექსანდრე მსხალაძე (100) და ზურაბ გუჩმაზოვი (73) კი უმედლოდ დარჩნენ.

მეტრეველს პირველ წრეში ძლიერი მეტოქე ერგო - ეგვიპტელი მსოფლიოს მედალოსანი ისლამ ელ შეჰაბი, თუმცა ვაზარ-გაფრთხილებებით მოუგო.

ვინაიდან ჩვენებური შეჯიბრებაში მესამე წრიდან ჩაერთო, ამ მოგებით ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც მომავალ ვერცხლისმედალოსანთან, მასპინძელ
სოსლან ბოსტანოვთან წააგო და მესამეზე დარჩა. ამით 1500-დოლარიანი პრემიაც მიიღო, ანუ მოსკოვი მისთვის ფეხბედნიერი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ის ერთი კვირის წინ მოსკოვშივე სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა, იქვე დარჩა და ძიუდოს ტურნირში ჩაება. ამ ჯილდოსთან ერთად, მეტრეველი სამბოს ჩემპიონობისთვისაც მიიღებს პრემიას.

გუჩმაზოვი პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა უზბეკ ნავრუზ ჯურაკობილოვთან და გავარდა, მსხალაძემ კი ერთი შეხვედრა მოიგო - მეორე უზბეკი, უტკურ ყურბანოვი იუკოთი დაჯაბნა.

სამწუხაროდ, მეორე ორთაბრძოლა ეგვიპტელთა კიდევ ერთ მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან რამადან დარვიშთან დათმო და მეხუთეზე დარჩა. ეს ერთი შეხვედრაც რომ მოეგო, მინიმუმ, ბრინჯაო მასაც განაღდებული ექნებოდა.

მეტრეველის მოსკოვური სათვალავი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული