"გვიან საღამოს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად წამიყვანეს, თუმცა ეს ძალის გამოყენებით არ მომხდარა.
საუბარი გვქონდა სპორტულ საკითხებზე. იყო რაღაც გაუგებრობები, გავარკვიეთ. ეს არ ყოფილა პოლიტიკურ თემაზე შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ სპორტთან დაკავშირებით და ეს საუბარი იყო მეგობრული", - განაცხადა ავალიანმა.
როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში ზურაბ
"ამბაკო ავალიანის წაყვანის შესახებ ერთ-ერთმა მეგობარმა გამაგებინა. ამის შემდეგ მივედი ეკლესიასთან და პატრული გამოვიძახე. მოგვიანებით თავად ამბაკომ დამირეკა და მითხრა, რომ ეკლესიასთან მალე მოვიდოდა და მოვიდა კიდეც", - განმარტა ზვიადაურმა.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, წუხელ ღამით კოალიციის წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ამბაკო ავალიანი გაიტაცეს.
როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, ავალიანს ძველმა თანაგუნდელმა, გვარად სინჯიკაშვილმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში გაუჩინარებული იყო.
"3 ივნისს, დაახლოებით 22.00 საათზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულ იქნა "ქართული ოცნების" წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ამბაკო ავალიანი.
თვითმხილველების ცნობით, ამბაკო ავალიანს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით უკავშირდებოდა მისი ძველი თანაგუნდელი სინჯიკაშვილი და სთხოვდა შეხვედრას, თან არწმუნებდა, რომ ჩამოშორებოდა პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას".
ბოლოს ამბაკო ავალიანი დათანხმდა და მანქანა შეაჩერა აღნიშნულ ეკლესიასთან, სადაც სინჯიკაშვილი უნდა მისულიყო.
სინჯიკაშვილი შეხვედრის ადგილას ორი ჯიპითა და სამი მსუბუქი მანქანით, დაახლოებით ოც თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. მათ ავალიანი ავტომანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მას შემდეგ ავალიანს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა",- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამბაკო ავალიანი შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა.
იხილეთ ვიდეო
interpressnews.ge