სპორტული მედიცინა. სემინარი: სემინარი თბილისში, შემოწმება - დუშეთში

AutoSharing Option
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით, აგრეთვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი თანადგომით თბილისში "ადამსის პროგრამის" ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც თეორიულ მეცადინეობებთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობასაც მოიცავს.

კონფერენციაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი გერმანელი დოქტორი ალბერტ გიუზბახერიც მონაწილეობს, რომელიც, ტრადიციულად, ოპერაციებსაც გააკეთებს, თუმცა მანამდე თეორიული კურსიც წაიკითხა. ის კიდევ რამდენიმე დარჩება თბილისში.

"ადამსის პროგრამა" სპორტსმენთა დოპინგშემოწმებას ითვალისწინებს, თუმცა ამჯერად ეს საქმე კონფერენციის ფარგლებში საგანგებოდ მოითხოვა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ.

ქართულმა მხარემ ისეთი დრო შეარჩია, როცა დუშეთში
შეკრებაზე მოჭიდავეებთან ერთად ძიუდოისტებიც იყვნენ. იქვე ექიმებს დოპინგსა და მის მავნებლობაზე, აკრძალულ პრეპარატებზე სემინარიც ჩაუტარდათ. თავის მხრივ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში კმაყოფილები დარჩნენ, რომ დუშეთის შეკრება ვადებში ზუსტად დაემთხვა "ადამსის პროგრამით" მითითებულ თარიღს ანუ ჩვენები არ თვალთმაქცობენ.

საქმისადმი ასეთი მიდგომა დოპინგის გამოყენების შანსსაც ამცირებს, რადგან ნებისმიერ საერთაშორისო ფედერაციას შეუძლია, მითითებულ შეკრებაზე ჩვენს დაუკითხავად ჩავიდეს და შეამოწმოს სპორტსმენები, ასეთ პირობებში კი დოპინგის მიღება ორმაგად საშიში ხდება.

კონფერენციის თეორიული ნაწილი 30 ივნისს დასრულდება, თუმცა პრაქტიკული საქმიანობა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება - სამშაბათს ისევ იგეგმება მოჭიდავეთა შემოწმება დუშეთში, ოღონდ ამჯერად - უფრო ფუნქციონალურ-ფიზიოლოგიური კუთხით ანუ წონის კლება, ორგანიზმის მდგომარეობა სხვადასხვა დატვირთვისა თუ პირიქით, დასვენების დროს და ასე შემდეგ...

თუმცა ახლა დუშეთში მხოლოდ "თავისუფლები" არიან, რადგან ბერძენ-რომაელები ამ უქმეებზე გერმანიაში ჭიდაობენ, ძიუდოისტები კი ესპანეთში ერთობლივ ვარჯიშებში მონაწილეობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული