პეტერ ზაიზენბახერს ირაკლი ცირეკიძე ლონდონში არ მიჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა 8 ივლისს, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში ის შემადგენლობა გააცხადა, რომელიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარსდგება.

ამრიგად, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონში ამ შემადგენლობით გამოვა: ბეთქილ შუკვანი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).

როგორც ხედავთ, გამართლდა კულუარული ხმები და განაცხადს მიღმა მართლაც
დარჩნენ: ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი (60 კგ), მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) და ევროპის მესამე პრიზიორი ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ).

როგორც ავსტრიელმა თავკაცმა განაცხადა, ირაკლი ცირეკიძემ საოლიმპიადო გუნდს მიღმა დარჩენა თავად ითხოვა და ამის მიზეზად არასათანადო ფსიქოლოგიური მზადყოფნა დაასახელა.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ძიუდოისტთა საოლიმპიადო გუნდში გაურკვევლობაა
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოლტიმპიდა ცირეკიძის გარეშე ცუდია მაგრამ ესე ძან ნუ გაგიჯდით ცირეკიძეს რო ქონოდა იმედი თავის უეჭველი წავიდოდა.არ შეიძლება ლომერაზე ასეთები წეროთ არაპრით არ არის ირაკლი მეტი ლომერაზე ამ წონაში...წარმატებები უსურვოთ ლომერას უმჯობესიაა ქართველებო.ცირეკიძე ძიუდოს ლეგენდაააა..ვნახოთ რა იქნება მომავალში ჩემთვის ცირეკიძეა ახლობელი ლომერას სულ არ ვიცნობ...ყველას ცარმატებებიიიი ბიჭებოოოოოოოო!!!!
busa
20:32 09-07-2012
0
ოლიმპიადაზე მარტო ნაცები მიჰყავთ?????

ცირეკიცე მაინც ყველაზე მაგარია!!!!!
antinaci
19:09 08-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული