გუდაუთა უკვე რუსეთია?! ლონდონის ოლიმპიადის რუსული "სიურპრიზი"

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადა ჩვენთვის სკანდალური და უსიამოვნო პრელუდიით იწყება. მიზეზი კი ისევ რუსეთია - მათ მიერ სოკ-ში წარდგენილ სპორტსმენთა სიებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დენის ცარგუშს გრაფაში, სადაც დაბადების ადგილი და ქვეყანაა მითითებული, გუდაუთა-რუსეთი უწერია, მის თანაგუნდელ ბესიკ კუდუხოვს კი - სამხრეთ ოსეთი-რუსეთი.

მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ცარგუში ეროვნებით მართლაც აფხაზია და ნამდვილად გუდაუთაშია დაბადებული. ის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად და სავარჯიშოდ; მისი მამა კი იმ ომში ქართველთა წინააღმდეგ იბრძოდა.

ამბობენ, მან თვალიც დაკარგაო. თვითონ დენისი
კი რუსეთის ნაკრებში პირველად 2009 წელს გამოჩნდა, როცა დანიურ ჰერნინგში მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა. მომდევნო წელს ევროპის პირველობაზე მან გელა საღირაშვილსაც მოუგო, მოსკოვში დაბრუნებულმა კი განაცხადა, ქართველთან წაგების უფლება არ მქონდა, რადგან ამას ჩემი ხალხი ვერ გამიგებდაო.

დღეისათვის პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი, ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ჩემპიონი, ეროვნებით ოსი კუდუხოვი ქარელშია დაბადებული და ჭიდაობაც იქვე დაიწყო, თუმცა ადრევე წავიდა რუსეთში.

როგორც ჩვენი ნაკრების მწვრთნელები ამბობენ, ქართულიც მშვენივრად იცის, მაგრამ არ საუბრობს. დაბადების ადგილად რუსებმა ცარგუშს გუდაუთა მაინც ჩაუწერეს, კუდუხოვთან დაკავშირებით კი სულაც ნონსენია - სამხრეთ ოსეთი მიუთითეს.

ცხადია, ასეთი "შეცდომა" შემთხვევით არ ხდება. თუმცა კიდევ უფრო დიდი კურიოზი თავად რუსული მხარის საქციელია - თუ ამ ავტონომიების დამოუკიდებლობა აღიარა, მაშინ რუსეთის ტერიტორიად რატომ თვლის?! მაგრამ "რუსულ დათვს" გასდის და რა ენაღვლება...

მომხდარზე რეაგირება უკვე გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელმაც "ლონდონი-2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში საპროტესტო ნოტა გააგზავნა მოთხოვნით, აღნიშნულ სპორტსმენებს დაბადების ადგილად საქართველო მიეთითოს. იმედია, ჩვენი პროტესტი შედეგს გამოიღებს...

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი ნაწილი კი დღეს საღამოს ჩარტერული რეისით გაფრინდება ლონდონში.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გარდა, უკლებლივ ყველა დღეს მიფრინავს, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელობა და ქომაგები.

ლონდონში ჩასულებს ადგილზე ნინო სალუქვაძე და ქრისტინე ესებუა დახვდებათ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაფრინდნენ ბრიტანეთში.

Sportall.Ge

ლონდონის ოლიმპიადის რუსული სიურპრიზი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ცხინვალში საერთაშორისო მატჩის ჩატარება იგეგმება!
მკითხველის კომენტარები / 6 /
როდემდე უნდა იყოს ჩვენი დოყლაპია მთავრობა სტატისტის როლშI?!!!!
Qartveli!
12:32 25-07-2012
0
ეს,არ უნდა გაუვიდეთ რუსებს არაა !!!! უნდა ჩაიწეროს,საქართველო !!!!!!
Qartveli!
12:34 25-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული