ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ლონდონი 2012-ზე ცნობილია

AutoSharing Option
26 ივლისს ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურ ძიუდოისტთა ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

28 ივლისს ბეთქილ შუკვანი(60) ბრიტანელ არნი დიკინს დაუპირისპირდება, ხოლო 29 ივლისს ლაშა შავდათუაშვილი (66) ჩილელ ძიუდოისტს, ალეჰანდრო ზუნიგას შეხვდება.

30 ივლისს კი ნუგზარ ტატალაშვილი (73) სამხრეთ კორეის წარმომადგენელ კი ჩუნ ვანგის დაუპირისპირდება. 31 ივლისს ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩთან გაარკვევს ურთიერთობას.

1 აგვისტოს ვარლამ ლიპარტელიანი (90) კამერუნელ დეიუდონ დოლასემს შეხვდება. 2 აგვისტოს ლევან ჟორჟოლიანი (100) რუმინელ დანიელ ბრატასთან იჭიდავებს.

3 აგვისტოს კი ადამ ოქრუაშვილი (+100) გერმანელ ანდრე ტოლცერს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან სამწუხაროა ადამ ოქრუაშვილს ძაან ძლიერი ტოლცერი ,რომ შეხვდა,წარმატებას ვუსურვებ ადამს და ყველა ჩვენს ჯიგარ მოჭიდავეებს,ეს ტოელცერი ძაან ზლიერია,ტედი რინერი ,რომ არა უფრო ტიტულოვანი იქნებოდა,მაგრამ იმედია ადამი წარმატებას მიაღწევს
GEORGIA
21:32 26-07-2012
0
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო!!!
ვარლამი
21:49 26-07-2012
0

სიახლეები პოპულარული