რუსმა ძიუდოისტმა არსენ გალსტიანმა ფინალში იაპონელი ხირაოკუ დაამარცხა.
23 წლის სპორტსმენმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ეს რუსი ძიუდოისტებისათვის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალია.
შეგახსენებთრ, რომ 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ასპარეზობდა, რომელმაც პირველი ბრძოლა ავსტრალიელ დიკინსს მოუგო, მაგრამ მეორე დაპირისპირება ფრანგ სოფიან მილუსთან დათმო. აღსანიშნავია, რომ შუკვანი ტრავმირებული ასპარეზობდა.