არსენ გალსტიანმა ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა შეჯიბრი გაიმართა.

რუსმა ძიუდოისტმა არსენ გალსტიანმა ფინალში იაპონელი ხირაოკუ დაამარცხა.

23 წლის სპორტსმენმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს რუსი ძიუდოისტებისათვის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალია.

შეგახსენებთრ, რომ 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ასპარეზობდა, რომელმაც პირველი ბრძოლა ავსტრალიელ დიკინსს მოუგო, მაგრამ მეორე დაპირისპირება ფრანგ სოფიან მილუსთან დათმო. აღსანიშნავია, რომ შუკვანი ტრავმირებული ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა გეყოთ ტრაბვაზე აპელირება. კაცმა 4 წამში ბრძოლა დათმო, თქვენ კიდევ ზღაპრებს ყვებით აქ. უფრო ის არის გასაკვირი 4 წამში ...... რა ვიცი რა, გაოგნებული ვარ.
vako
20:59 29-07-2012
0

სიახლეები პოპულარული