ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა [+VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენებურმა შეჯიბრის მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოატესი იპონით დაამარცხა. 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს წუთსა და 36 წამში მოუგო.

როგორც გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი მასაში ებინუმა იქნება. ძიუდოისტები ერთმანეთს თბილისის დროით 17:49 სთ-ზე დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე სამივე შეხვედრა იპონით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილმა 1/16-ფინალში ფრანგ ძიუდოისტს დავიდ ლაროშეს მოუგო (იხილეთ ვიდეო).

რაც შეეხება პირველ შეხვედრას, ჩვენებურმა ჩილელი სპორტსმენი ალეჰანდრო სუნიგა დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარი ხარ!!!!!!!!!!!!! ფინალშიაააააა საღოოოოოოოოოოოლ
dato
18:17 29-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული