ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეჯიბრის ფინალში გავიდა.

ჩვენებურმა ნახევარფინალში იაპონელ სპორტსმენს მასაში ებინუმას იპონით სძლია. აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო.

ქართველი სპორსტმენის მეტოქე ფინალში 31 წლის უნგრელი ძიუდოისტი მიკლოს უნგვარი იქნება, რომელიც უკვე მესამედ გამოდის ოლიმპიურ თამაშებში.

ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალი თბილისის დროით 19:10 სთ-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პირველი გამარჯვება შავდათუაშვილმა ჩილელ ალეჰანდრო სუნიგასთან მოიპოვა, შემდეგ ფრანგ დავიდ ლაროშეს მოუგო. მესამედ ჩვენებურმა დიდი ბრტიტანეთის წარმომადგენელ კოლინ ოატესს სძლია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამწუხაროდ ვერ ვნახე ვიდეო დაჯილდოების.....დზალიან ცუდი ხარისხია აქ ჩვენების მე მგონი უპრო მეტ ოვაციბს იმსახურებდა ეს გამარჯვება....მე იტალიაში ვარ ვერ მოვიპოვე დაჯილდოების ვიდეოამსახველი მასალა დზალიან გტხოვტ იქნებ გამოაქვეყნო და სჰემდეგტ ავტვირტავ ფეისბუქზე რომ ვანახო ცჰემს იტალიელ მეგობრებს ჩვენი სიდზლიერე და ვიამაყო....
nini
16:44 30-07-2012
0
ბრწყინვალე გამარჯვება და ლონდონში აჭღერებული ქართული ჰიმნი,ასევე ქართველის თვალზე მომდგარი სიხარულის ცრემლი-ამის გაკეთება ნამდვილად არაა პატარა საქმე, ვულოცავ ლაშას ამ გამარჯვებას, ის უკვე საქართველოს გმირია !!!
qetunia
22:59 29-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული