ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეჯიბრის ფინალში გავიდა.

ჩვენებურმა ნახევარფინალში იაპონელ სპორტსმენს მასაში ებინუმას იპონით სძლია. აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო.

ქართველი სპორსტმენის მეტოქე ფინალში 31 წლის უნგრელი ძიუდოისტი მიკლოს უნგვარი იქნება, რომელიც უკვე მესამედ გამოდის ოლიმპიურ თამაშებში.

ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალი თბილისის დროით 19:10 სთ-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პირველი გამარჯვება შავდათუაშვილმა ჩილელ ალეჰანდრო სუნიგასთან მოიპოვა, შემდეგ ფრანგ დავიდ ლაროშეს მოუგო. მესამედ ჩვენებურმა დიდი ბრტიტანეთის წარმომადგენელ კოლინ ოატესს სძლია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალე გორეელოოო! ჯიგარი ხარ.ეგრე ქენი ფინალშიც
მიმინო
18:21 29-07-2012
0
პატარა გორი დიდია
vaja
18:23 29-07-2012
0

სიახლეები პოპულარული