გია თენაძე: კორეელის იუკო საეჭვო იყო

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე 30 ივლისს 73 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი კორეელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანსა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ კი-ჩუნ ვანგთან იუკოთი დამარცხდა.

ტატალაშვილის გამოსვლა ოლიმპიადაზე გია თენაძემ შეაფასა. მისი თქმით, კორეელის გდება საეჭვოდ შეფასდა.

"ცხადია, ტატალაშვილის წაგებამ გული დამწყვიტა და საწყენია, მაგრამ მის გამოსვლას მაინც დადებითად შევაფასებ, რადგან იბრძოლა, არ დაღლილა - მეტოქე უფრო დაიღალა.

თან, ვფიქრობ, გდებაც საეჭვოდ შეფასდა - ფეხი ოდნავ შეახო და შეიძლებოდა, არ მიეცათ იუკო. ამ მომენტს კიდევ გადავხედავ დაკვირვებით, მაგრამ მგონია,
რომ საკმარისი კონტაქტი არ იყო", - თქვა თენაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნუგზარ ტატალაშვილმა ისტორია გააგრძელა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული