ბრაზილიელ ძიუდოისტს ოლიმპიური მედალი შემოატყდა

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ფელიპე კიტადაიმ, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოში 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი მედლის გადაცემის თხოვნით მიმართა.

სპორტსმენი თხოვნას იმით განმარტავს, რომ 28 ივლისის შეჯიბრის შემდეგ მოპოვებულ მედალს ყველგან თან დაატარებდა, 29 ივლისს კი საშხაპეში დაუვარდა და გაუტყდა. ბრაზილიელის თქმით, მედალს საკიდი მოსტყდა და ახლა მისი ტარება აღარ შეუძლია.

ბრაზილიის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კიტადაის თხოვნა უკვე გადასცა.

რეგლამენტის მიხედვით, ორგანიზატორებს მსგავსი მდგომარეობების გადაწყვეტა არ ევალებათ, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ სპორტსმენის თხოვნა დააკმაყოფილონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული