ავთანდილ ჭრიკიშვილი ოლიმპიადას 1/16-ფინალიდან გამოეთიშა [+VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო ვიდეო
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) რიგით მეორე შეხვედრა გამართა.

ჩვენებური არცთუ ძლიერ მეტოქეს - აშშ-ის წარმომადგენელ ტრევის სტივენს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭრიკიშვილი ტატამზე ტრავმით - ტუჩზე დადებული სახვევით გამოვიდა, მეტოქეზე მეტად აქტიურობდა, ამერიკელს გაფრთხილება მიაღებინა და თითქოს საბოლოო მიზნის მიღწევაც არ უნდა გასჭირვებოდა.

თუმცა შემდეგ ავთანდილს ტრავმა გაუმიზეზდა, სახვევი რამდენჯერმე მოსძვრა და ტატამზე ექიმის დახმარება დასჭირდა.

გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლინდა, ხოლო დამატებითში ამერიკელმა უფრო დაღლილი ქართველი იპონით დაამარცხა.

ოლიმპიადაზე პირველი ბრძოლა
ჭრიკიშვილმა ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩთან გამართა და ვაზარით გაიმარჯვა.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
პატივცემულო მეგობარო, მხოლოდ სურვილი არ კმარა მოგებისთვის. ტურნირისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიწყო, თუ გსურს წარმატების მიღწევა. მე "მის ადგილას" არ ვიმყოფები, ჩემს ადგილზეც საკმაოდ მაქვს საქმე და პასუხისმგებლობა. ხოლო როცა შენი ქვეყნის სახელს იცავ, ფიზიკურად, ტაქტიკურად და ტექნიკურად უკეთ უნდა მოემზადო, მითუმეტეს, ამის ნიჭი და უნარი როცა გაგაჩნია. ავთო ნიჭიერი მოჭიდავეა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ოლიმპიურ მზადებას მეტად უპასუხისმგებლოდ მოეკიდა.
giorgi
10:44 01-08-2012
0
რა სტკიოდა ,მოიცა რაა ,ბაგე გახეთქილმა ვერ იჩიდავა? აჯობა იმ ამერიკელმა და ეხლა ნუ ეძებთ მიზეზებს და გამართლებებს , ვინც ყველაფრით ძლიერია ,იმარჯვებს კიდეც ,
zura
02:03 01-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული