ავთანდილ ჭრიკიშვილი ოლიმპიადას 1/16-ფინალიდან გამოეთიშა [+VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო ვიდეო
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) რიგით მეორე შეხვედრა გამართა.

ჩვენებური არცთუ ძლიერ მეტოქეს - აშშ-ის წარმომადგენელ ტრევის სტივენს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭრიკიშვილი ტატამზე ტრავმით - ტუჩზე დადებული სახვევით გამოვიდა, მეტოქეზე მეტად აქტიურობდა, ამერიკელს გაფრთხილება მიაღებინა და თითქოს საბოლოო მიზნის მიღწევაც არ უნდა გასჭირვებოდა.

თუმცა შემდეგ ავთანდილს ტრავმა გაუმიზეზდა, სახვევი რამდენჯერმე მოსძვრა და ტატამზე ექიმის დახმარება დასჭირდა.

გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლინდა, ხოლო დამატებითში ამერიკელმა უფრო დაღლილი ქართველი იპონით დაამარცხა.

ოლიმპიადაზე პირველი ბრძოლა
ჭრიკიშვილმა ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩთან გამართა და ვაზარით გაიმარჯვა.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ობიექტურები ვიყოთ და ავთოს ამ წარუმატებლობას ტუჩის ტრავმას ნუ დავაბრალებთ. ეს იყო სირცხვილი. როდესაც სპორტსმენს ძირითადი და დამატებითი დროის გაძლება არ შეუძლია და ლამის მსაჯის ასაყენებელი ხდება ტატამიდან, ხოლო ტატამზე პრიმიტიულ ჭიდაობას აჩვენებს (ილეთის გაკეთების უსუსური და პროგნოზირებადი მცდელობა), მან დასკვნები უნდა გამოიტანოს და ოლიმპიადისთვის მომზადებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს.
giorgi
22:09 31-07-2012
0
რა საინტერესოა შენ მის ადგილას რის გაკეტებას შეძლებდი? ტკიოდა ადამიანს და რა მისი ბრალია? :-) ყველაზე მაგრად მოგება თვითონ უნდოდა!
m.m.
23:12 31-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული