მისი დამარცხება ავსტრალიელმა მარკ ენტონიმ შეძლო, რომელმაც კარგად გამოიყენა ჩვენებურის შეცდომა შეტევისას და კონტრშეტევით ვაზარი მიითვალა, როცა ქართველმა ვერაფრით შეასრულა იუკოზე მაღალი ხარისხის გდება.
ლიპარტელიანი გადაღლილი და მოშვებული იყო, ვერ მოძრაობდა თავისუფლად და ერთფეროვნადაც ჭიდაობდა. შედეგად, ბევრად დაბალი კლასის მეტოქეს დაუთმო გამარჯვება.
ამით ოლიმპიადას დაემშვიდობა, რადგან მეოთხედფინალამდე ვერ მივიდა.
ეს ყველაზე მძიმე მარცხია, რაც კი ამ თამაშებზე განვიცადეთ.
ასევე იხილეთ:
ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება იზეიმა [+VIDEO]