სპეციალისტის კომენტარი ქართველი ძიუდოისტების გამოსვლაზე: ეს უდიდესი დანაშაულია!

AutoSharing Option
საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელი გურამ პაპიტაშვილი ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლას აფასებს.

გურამ პაპიტაშვილი:
"გუნდის მიერ გავლილი მზადების ციკლიდან გამომდინარე, რაც შეჯიბრებების თუ შეკრებების სახით გაიარეს, მაიმედებდა, რომ ყველაფერი ნახეს, გაითვალისწინეს და გათვალეს, მაგრამ ოლიმპიადაზე ძალიან უარყოფითი შედეგი დავინახე.

ძლიერმა უნდა გაიმარჯვოს - ეს კანონზომიერია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, როცა ძლიერი შენ ხარ და მაინც სხვა იმარჯვებს, როგორც ეს ბეთქილ შუკვანის შემთხვევაში მოხდა.

5 წამი უპირატ
ესობა უნდა შეინარჩუნო, მაგრამ ეს აზრდაუტანებელი ჭიდაობა იყო, როცა აზროვნებას გაუსწრო ქმედებამ - ეს დიდი უარყოფითი ფაქტია.

ლაშა შავდათუაშვილი ჩვენი სკოლის აღზრდილია და დარწმუნებული ვიყავი, ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ ამ თამაშებზე გამოუცდელისგან არ ველოდი.

ის პირველად ორი წლის წინ ვნახე, როცა უფროსებში გამოვიდა და მაშინვე მომეწონა. უფროსთან მოგებაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ თვითონ იჭიდავა უშეცდომოდ.

მაშინვე ვუთხარი მწვრთნელებს, ამ ბიჭს ყურადღება მიაქციეთ, მგონი, ეს გაგვიმართლებს-მეთქი. ახლაც უშეცდომოდ იჭიდავა და თან ვისთან... იაპონელთან შეხვედრა სანიმუშო იყო, როცა მოძრაობაზე დაიჭირა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვალერი ლიპარტელიანის ჭიდაობამ ჩემზე ისე იმოქმედა, ორი აბი წამალი დავლიე. არადა, მათი ორივესი მეიმედებოდა.

ალბათ, ბოლო შეკრებაზე ბორჯომში მომხდარი ამბავია ამაში დამნაშავე, რამაც მზადებაში შეუშალათ ხელი, თორემ სხვას რას მივაწერო მათი ასეთი გამოსვლა?! ეს უდიდესი დანაშაულია.

პეტერ ზაიზენბახერმა
კი თქვა, რომ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები, მაგრამ ჯანმრთელობა ვერ გაჰყვა მომზადებას, თორემ რას უნდა მივაწეროთ ასეთი გამოსვლა?

მე წინააღმდეგი ვიყავი უცხოელის მოწვევისა, რადგან მიმაჩნდა, რომ შოთა ხაბარელის შემთხვევაში არსებული პატარა შეცდომები და გუნდის პრობლემები გამოსწორებადი იყო და ეს სჯობდა სხვის მოწვევას.

ჩვენ რომ იმ ხარვეზების გამოსწორებაზე გვეზრუნა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისეთი პროცესები წარიმართა, იძულებულნი გახდნენ, მაინც მოეწვიათ.

არადა, მიმაჩნდა, რომ სხვა ჩვენს ფიცხ ხასიათს ვერ გაუგებდა. თან მწვრთნელი ხელოვანი, პედაგოგი, საჭირო დროს თავისი შეგირდების ტოლიც უნდა გახდეს და იცოდეს, როდის იყოს დამთმობი, როდის - მომთხოვნი. ეს კი მაგ კაცში ვერ დავინახე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მწარე ალიყური - ეს არ იყო ვალერი ლიპარტელიანის ჭიდაობა
მორიგი უნიათო მარცხი: ავთანდილ ჭრიკიშვილის წაგება მხოლოდ ტრავმის ბრალია?
ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველმა მოჭიდავეებმა ჭიდაობის ნაცვლად ზონდერობა აირჩიეს და რატომ გვიკვირს მათი წარუმატებლობა. საერთოდ აღმოჩნდა, რომ ქართველი ვაჟკაცები თავიანთი თანამემამულეების გათყეპვის და დაჟეჟვის კარგი სპეციალისტები არიან.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული