ლომერ ჟორჟოლიანი ოლიმპიადას უნუგეშოდ აზერბაიჯანელმა გამოთიშა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
2 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა შეჯიბრის 1/16-ფინალში ქართველი ლომერ ჟორჟოლიანი აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა მეტოქესთან ორი გაფრთხილება მიიღო და საბოლოოდ იუკოთი დამარცხდა. თავად აზერბაიჯანელმა შეხვედრის ბოლოს ერთი გაფრთხილება მიიღო.

ქართველ ძიუდოისტთა გამოსვლას ლონდონის ოლიმპიადაზე 3 აგვისტოს ადამ ოქრუაშვილი დაასრულებს (+100 კგ). ჩვენი გუნდის მონაგარი ჯერჯერობით კვლავაც მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილის მიერ 66 კგ წონით კატეგორიაში მოპოვებული ოქროს მედალია.

ასევე იხილეთ:
ლომერ ჟორჟოლიანმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
გულშემტკივარმა უნდა იცოდეს რატომ იქცევიან ასე უჯიგროდ, განა ოლიმპიადეზე ყოველდღე ჭიდაობენ და მოსწყინდათ?
gizig
14:05 02-08-2012
0
რა სისულელეა რა ზაიზენბახერს უჩალიჩებენ რეებს ბაზრობთ, ოლიმპიადაზე ჭიდაობს კაცი ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტია,იქ მოპოვებული წარმატება მთელი ცხოვრება გაყვება რომ აღარაფერი ვთვათ ფინანსურ მხარეზე. საქმე იმაშია, რომ მომზადებაში იყო შეცდომები დაშვებული და ძალღონე გამოცლილები იყვნენ დადამბლავებულებივით. ეს არის მწვრთნელების ბრალი, სანამ იმას ვერ შევიგნებთ, რომ ეს გასიებული უცხოელები არ გვჭირდება ასე ვიქნებით სულ. ავსტრიელი რომ ქართველს ჭიდაობის სწავლებას დაუწყებს აი მანდ გვაქვს დარხეული
შაკო
14:11 02-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული