ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ 2 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო ბეთქილ შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.
ფანჯიკიძის განცხადებით, შუკვანზე ზეწოლა ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებისთანავე დაიწყო. ის თვითმფრინავშიც გაგრძელდა.
მისი თქმით, შუკვანს ეუბნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მხარი არ დაეჭირა და უცენზურო სიტყვებითაც მიმართავდნენ.
ფანჯიკიძის თქმით, შუკვანმა ოლიმპიადაზე პირველი შეჯიბრი მოიგო,
ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ შუკვანს ქართული დელეგაციის წევრები იმიტომ არ დაეხმარნენ, რომ ის ღიად აცხადებს ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერას.
"ქართული ოცნების" პრესსპიკერის თქმით, შუკვანს ოლიმპიური სოფლიდან გამოპარვაც კი დასჭირდა, რადგან მასთან შეხვედრას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გია უდესიანი 10 კაცთან ერთად ითხოვდა. თუმცა შუკვანმა შეხვედრას თავი აარიდა და ფანჯრიდან გადახტა. საქართველოში კი ხორვატი მეგობრის დახმარებით დაბრუნდა.
ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ბეთქილ შუკვანის ასპარეზობა ქართულ ტელევიზიებს არ გადმოუციათ მაშინ, როდესაც ყველა ქართველი მონაწილის შეჯიბრი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
"ეს ფაქტი არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ ამ ქვეყანაში სპორტსმენები იყოფიან ხელისუფლების და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებად და ეს დაპირისპირება ხელისუფლებას სპორტსმენებში ხელოვნურად შეაქვს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძის თქმით, ისინი ბეთქილ შუკვანისათვის ადვოკატის აყვანას და ყველაფრის გარკვევას აპირებენ.
პრესკონფერენციას თავად ბეთქილ შუკვანიც ესწრებოდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
"ინტერპრესნიუსი"
ასევე იხილეთ:
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
კარგი ქართველი ხარ ბატონო ბიძინა მარა ასეთ შეცდომას შენი პარტიის პრეს მდივანი არ უნდა უშვებდეს