როგორც თენგიზ გაჩეჩილაძემ "ინტერპრესნიუსს" ლონდონიდან სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოლიმპიადაზე მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სიტყვაც არ დაუძრავთ და იმის გამო, რომ დელეგაციის ხელმძღვანელები სხვა ტერიტორიაზე არიან, ხოლო ჟურნალისტები ცალკე, ამ დრომდე ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.
"ბეთქილ შუკვანის შესახებ სიტყვა არავის დაუძრავს. ჩვენ ვცდილობთ, გადავამოწმოთ მისი ნათქვამი ხელმძღვანელობასთან", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ლონდონში მყოფ
"ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა განაცხადა, რომ ლონდონის ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.
"უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი. არ შეეძლოთ, რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენს მიმართ და ვარ ქართველ ერთან ერთად-მეთქი", - განაცხადა ძიუდოისტმა.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს, - აღნიშნა შუკვანმა და დასძინა, რომ ლონდონიდან ხორვატი მეგობრის დახმარებით მოახერხა დაბრუნება.
interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე
სკანდალი: ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან საქართველოს დელეგაციას გამოექცა