სპეციალისტის კომენტარი: ვიღაცა რომ წაგეჩხუბოს, იქ შეეცდები ფანდს...

AutoSharing Option
საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელმა გურამ პაპიტაშვილმა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლომერ ჟორჟოლიანის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან 1/16-ფინალში დამარცხდა. მანამდე კი რუმინელ დაინელ ბრატას აჯობა.

გურამ პაპიტაშვილი:
"ძალიან უნიათოდ გამოვიდა, ორ შეხვედრაში ერთი ილეთი ვერ გააკეთა. ვიღაცა რომ წაგეჩხუბოს, იქ შეეცდები ფანდს.

მეორე შეხვედრას გაფრთხილებით აგებ და ერთი გდება როგორ ვერ უნდა გააკეთო? ან ამდენ შეკრებაზე რას აკეთებდა, ან ამას მწვრთნელი რად
უნდა - გინდ ქართველი და გინდ - უცხოელი? ქართველმა კაცმა ილეთი როგორ ვერ უნდა შეასრულო.

ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ამდენი ივარჯიშა, მაგრამ არ ვიცი, რა ვთქვა, ლამის დავაავადმყოფდი ამათ ხელში.

მართალია, შორიდან ცქერა იოლია, მაგრამ მთელი გუნდიდან ერთი მედალი ავიღეთ მხოლოდ. არადა, რამდენი შეკრება გაიარეს, სად არ ჰყავდა წაყვანილი ნაკრები - იაპონია, კორეა და რამდენი, მაგრამ მწვრთნელი იქით იყოს და, საკუთარი თავიც ხომ უნდა მართო?"

ასევე იხილეთ:
ლომერ ჟორჟოლიანი ოლიმპიადას უნუგეშოდ აზერბაიჯანელმა გამოთიშა [+VIDEO]
სპეციალისტის კომენტარი ქართველი ძიუდოისტების გამოსვლაზე: ეს უდიდესი დანაშაულია!
მკითხველის კომენტარები / 4 /
მომისმინე ბესო,ნაკრებში ისეტი ხალხი ყავტ რომ,ლაპატკაზეც არ ივარგებენ სამუშაოტ,შენ რას მასცავლი გამოპიტულები იყვნენ ტუ გადაპიტულები,რო არ იცი რას ლაპარაკობ,ერტი ცელი სუ ერტობლივ ზბორზე იყვნენ ხან რომელ და ხან რომელ ქვეყანაში,და შედეგიც უნდა ყოპილიყო ყველა ვარიანტში,მაგრამ ესენი გულაობასა და მანქანიტ კატაობას მოუნდნენ,ზბორებზე და მოიმკეს კიდეც,და გირსებიც არიან,ამატ საცჰიდავებელს ზაიზენბახერი ნაგდატ არ იცჰიდავებდა,და ამატაც უნდა გაენზრიატ ის ხისტავები ტყუილა რო აბიატ!
ვასკულატ
23:47 02-08-2012
0
შენ ხომ აფვრქვევ ჭკუას, სახელზე გეტყობა რაცა ხარ, გუნდს ნორმალური მწვრთნელი უნდა ყავდეს, ქვეყანას კი ნორმალური მინისტრი, ბიჭები გადაღალეს და გამოფიტეს არასწორად დაგეგმილი შეკრებებით ახალა კი უკვირთ შედეგი არ არისო.
ბესო
22:24 02-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული