სპეციალისტის კომენტარი: ვიღაცა რომ წაგეჩხუბოს, იქ შეეცდები ფანდს...

AutoSharing Option
საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელმა გურამ პაპიტაშვილმა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლომერ ჟორჟოლიანის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან 1/16-ფინალში დამარცხდა. მანამდე კი რუმინელ დაინელ ბრატას აჯობა.

გურამ პაპიტაშვილი:
"ძალიან უნიათოდ გამოვიდა, ორ შეხვედრაში ერთი ილეთი ვერ გააკეთა. ვიღაცა რომ წაგეჩხუბოს, იქ შეეცდები ფანდს.

მეორე შეხვედრას გაფრთხილებით აგებ და ერთი გდება როგორ ვერ უნდა გააკეთო? ან ამდენ შეკრებაზე რას აკეთებდა, ან ამას მწვრთნელი რად
უნდა - გინდ ქართველი და გინდ - უცხოელი? ქართველმა კაცმა ილეთი როგორ ვერ უნდა შეასრულო.

ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ამდენი ივარჯიშა, მაგრამ არ ვიცი, რა ვთქვა, ლამის დავაავადმყოფდი ამათ ხელში.

მართალია, შორიდან ცქერა იოლია, მაგრამ მთელი გუნდიდან ერთი მედალი ავიღეთ მხოლოდ. არადა, რამდენი შეკრება გაიარეს, სად არ ჰყავდა წაყვანილი ნაკრები - იაპონია, კორეა და რამდენი, მაგრამ მწვრთნელი იქით იყოს და, საკუთარი თავიც ხომ უნდა მართო?"

ასევე იხილეთ:
ლომერ ჟორჟოლიანი ოლიმპიადას უნუგეშოდ აზერბაიჯანელმა გამოთიშა [+VIDEO]
სპეციალისტის კომენტარი ქართველი ძიუდოისტების გამოსვლაზე: ეს უდიდესი დანაშაულია!
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდად პატივცემულო ადამიანო ბატონო გურამ, 100%-ით გეთანხმებით. ადამიანმა პირველ რიგში შენი თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგო. რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყო, როგორი "ზეწოლაც" არ უნდა განახორციელონ შენზე, შეხვედრა, რომელსაც იგებ, 5 წამში არ უნდა წააგო და 2 შეხვედრაში ერთი ილეთი მაინც უნდა ჩაატარო.
ეხლა ჩამოვიდნენ და ცაიცვან ზოგმა ნაც. მოძრაობის და ზოგმა "ქართული ოცნების" მაისურები. ვიღას რაში აინტერესებს ეს სუბიექტები. გონების ნაკლებობას რომ განიცდიან მოჭიდავეები, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ ძალაც თუ გამოეცლებოდათ, ამას ვერ წარმოვიდგენდი.
zaza
16:34 02-08-2012
0
სვანი და ჭკუა ზაან შორსაა,დამიჯერეთ!........
ვასკულატ
17:40 02-08-2012
0

სიახლეები პოპულარული